სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი „იუვეს“ იერიშებით დაიწყო. კამბიასომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სწრაფი კონტრიერიშისას კამბიასომ ხვიჩას მაისურზე მოქაჩა და გაზონზე დასცა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზელინსკით და რასპადორით შეცვალა. აქედან მოყოლებული, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა და კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიქტორმა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ შესნისგან მოგერიებულ ბურთს რასპადორიმ კარში მიუჩინა ადგილი. „იუვენტუსი“ შტურმზე გადავიდა. რუგანიმ მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. 90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს".
„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (88)
რეალურად გააზრებული გოლი გაიტანა კიეზამ. თან დააკვირდით უკნიდან ვინ მიაცილებდა :)) , გაეპარა მაგ მომენტში 77-ს
https://youtube.com/shorts/NaGPR-Yl7J4?si=nvkJqR4mwrX_iXhF
ტრაორე და რაჰმანი ძალიან სუსტებია.
ასევე რასპადორი ჯობია პოლიტანოს და გუნდის მმართველია შესაცვლელი
მაგარი თამაში გამოვიდა და ეს პირველად იყო,როცა მთელი ნაპოლი,შარშანდელივით ერთ მუშტად შეკრული,ერთი მიზნისათვის იბრძოდა.ბრავო კალცონა!რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ისევ აშკარად ჩანს,მაგრამ გუნდმა განწყობა დაიბრუნა და როცა მიზანს დაისახავ,ამ დროს ფინანსური პრობლემები უკანა რიგში იწევს.ამ განწყობით,გარკვეული გარემოებების დამთხვევის პირობებში,ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაც შეიძლება მოხერხდეს.მსაჯმა იუვეს ორ ფეხბურთელს,ორ შემთხვევაში არ მისცა მეორე გაფრთხილება და ორივეჯერ გააფრთხილებდა,პირველი გაფრთხილებები რომ არ ჰქონოდათ.წესი წესია,თორემ მათ ისეთი დარღვევები არ ჰქონდათ,რომ ჯამში,გაძევების ღირსები ყოფილიყვნენ.ამიტომ ამ ფაქტებს,არც მე გავაპროტესტებდი,განსაკუთრებულად.ხვიჩაზე არაფერს ვიტყვი,ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა და მხოლოდ ფლანგზე თამაში,,აშკარად მწვრთნელის დავალება იყო.ამ თამაშში შერჩათ,მაგრამ ამდენი შეცდომა უკანა ხაზში,სხვა დროს ცუდად დაუჯდებათ.გაშვებული გოლის ეპიზოდში,ხვიჩა ბოლომდე არ ჩავიდა უკან და მისი პოზიციიდან შევიდა გოლის ავტორი,დაზღვევით კი,არავინ დააზღვია.