ხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს
გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი „იუვეს“ იერიშებით დაიწყო. კამბიასომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სწრაფი კონტრიერიშისას კამბიასომ ხვიჩას მაისურზე მოქაჩა და გაზონზე დასცა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზელინსკით და რასპადორით შეცვალა. აქედან მოყოლებული, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა და კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიქტორმა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ შესნისგან მოგერიებულ ბურთს რასპადორიმ კარში მიუჩინა ადგილი. „იუვენტუსი“ შტურმზე გადავიდა. რუგანიმ მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. 90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს".

„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (88)

მკითხველის კომენტარები / 35 /
რეკოშეტით, გაუმართლა ამჯერად. სხვა თამაშებში უკეთესი პოზიციიდან არ უმართლებდა.

რეალურად გააზრებული გოლი გაიტანა კიეზამ. თან დააკვირდით უკნიდან ვინ მიაცილებდა :)) , გაეპარა მაგ მომენტში 77-ს
gzp
04 მარტი 2024 09:20
68
რა საცოდავი ხარ. ბოღმამ არ გაგხეთქოთ ჰეითერები
.
10 მარტი 2024 16:32
0
აბა, ახლა გააღე პირი და სთქვი "ააააა"- სთქვი "აააა"...
gzp-ს
04 მარტი 2024 13:36
1
ყველა გამოხმაურება
თქვენ მართლა ხო არ გძმარავთ ამ ხვიჩას გულშემატკივრებს კი არა და (გულშემატკივარი მეც ვარ) მგონი პირდაპირი მნიშვნელობით თაყვანისმცემლებს?! მოწინააღმდეგეს მოხდა ბურთი და ისე გაიტანა გოლი. ასეთი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა გოლი კარგია. საერთო ჯამში მისი თამაში მოსაწონი იყო? ხვიჩა რითიც იყო ცნობილი და აწიც უნდა იყოს არის მისი კაცის მოტყუება და დრიბლინგი. სეზონის განმავლობაში გოლების ფურორს ვერ მოახდენს და უფრო თავი უნდა გამოიჩინოს მოწინააღმდეგეს მოტუებებით რაც გუშინ ერთიც კი ვერ გააკეთა. მე ვიღაც ხვიჩას მოძულე რომ არ გეგონოთ აქ კომენტარებში იმათ "ვებრძონოდი" ვინც კაშიას მაიმუნურ საქცილეს და ხმის არ მიცემას ამართლებდა. მოკლედ ხვიჩას იუვესთან კარგად არ უთამაშია და ნუ იმუნათებით. აი ახლა ხო ითამაშა მაგრადო.
აკაკი
04 მარტი 2024 08:58
66
ფუ აქ ისევ ასეთი ჩამყაყებული კომენტარები იწერება. წადი კიეზას უგულშემატკივრე. ხვიჩას ღირსი არ ხართ თქვენნაირი გამოქვაბულის ხალხი
.
10 მარტი 2024 16:34
0
Დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი، მაინც არ გესმის არაფერი.ყველა წამყვანმა ანალიტიკურმა საიტმა საუკეთესოდ დაასახელა ორივე გუნდიდან!მარა შენ მაინც ვერ მოგაწობა თავი
Გოგა მორ ავია
04 მარტი 2024 15:59
1
ყველა გამოხმაურება
კამბიასომ წესები დაარღვია საჯარიმოში. ვიდეო
https://youtube.com/shorts/NaGPR-Yl7J4?si=nvkJqR4mwrX_iXhF
ქ. გ.
04 მარტი 2024 07:20
2
კამბიასომ საჯარიმოში ჭიდაობის ილეთებით რომ წააქცია ხვიჩა, 100% პენალტი უნდა დაენიშნა მსაჯს.
ქ. გ.
04 მარტი 2024 07:10
2
25:10 ბრემერი წითელს იმსახურებდა. ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ბრემერმა რომ მოცელა.
ქ. გ.
04 მარტი 2024 06:58
2
კვარას და ოსიმენის კლასი რო არა ნაპოლი სვარკაა.
ტრაორე და რაჰმანი ძალიან სუსტებია.
ასევე რასპადორი ჯობია პოლიტანოს და გუნდის მმართველია შესაცვლელი
Levani
04 მარტი 2024 06:12
4
'ფენომენი დაბრუნდა' - ამას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშზე. Sofascore-მა ხვიჩა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის თებერვლის თვის სიმბოლურში შეიყვანა. აი ეს, და კიდევ სხვა მრავალი მსაგავსი ფაქტია საინტერესო ფეხბურთის მოყვარულისთვის, და არა ნიფხავ ჩახდილი 'ბოტების' ბრიყვული შავი პიარი, გამიზნული ქართული ფეხბურთის გულშემატკივარის სიხარულის ჩაშხამებისთვის. ეს უფრო აქაური სპეცსამსახურებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ისე, ეს საიტიც უნდა იყოს დაინტერესებული რომ არ იყოს გამოყენებული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის და კონტროლის მექანიზმებზეც იზრუნოს.
გიორგი
04 მარტი 2024 03:28
7
ძლიერ გუნდებთან ვერ გააქვსო და აჰა,გაუტანა!მომდევნო იმ თამაშამდე გაჩუმდებიან,სადაც გოლს ვერ გაიტანს და მერე ისევ ასისინდებიან!
მაგარი თამაში გამოვიდა და ეს პირველად იყო,როცა მთელი ნაპოლი,შარშანდელივით ერთ მუშტად შეკრული,ერთი მიზნისათვის იბრძოდა.ბრავო კალცონა!რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ისევ აშკარად ჩანს,მაგრამ გუნდმა განწყობა დაიბრუნა და როცა მიზანს დაისახავ,ამ დროს ფინანსური პრობლემები უკანა რიგში იწევს.ამ განწყობით,გარკვეული გარემოებების დამთხვევის პირობებში,ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაც შეიძლება მოხერხდეს.მსაჯმა იუვეს ორ ფეხბურთელს,ორ შემთხვევაში არ მისცა მეორე გაფრთხილება და ორივეჯერ გააფრთხილებდა,პირველი გაფრთხილებები რომ არ ჰქონოდათ.წესი წესია,თორემ მათ ისეთი დარღვევები არ ჰქონდათ,რომ ჯამში,გაძევების ღირსები ყოფილიყვნენ.ამიტომ ამ ფაქტებს,არც მე გავაპროტესტებდი,განსაკუთრებულად.ხვიჩაზე არაფერს ვიტყვი,ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა და მხოლოდ ფლანგზე თამაში,,აშკარად მწვრთნელის დავალება იყო.ამ თამაშში შერჩათ,მაგრამ ამდენი შეცდომა უკანა ხაზში,სხვა დროს ცუდად დაუჯდებათ.გაშვებული გოლის ეპიზოდში,ხვიჩა ბოლომდე არ ჩავიდა უკან და მისი პოზიციიდან შევიდა გოლის ავტორი,დაზღვევით კი,არავინ დააზღვია.
სოსო
04 მარტი 2024 02:31
4
სოსო-ს! მინდა გამოვეხმაურო თქვენს კომენტარში,ეგრეთწოდებული ხვიჩას ვითომ "გამკრიტიკებლებზე" თემას. ისინი ხომ არიან და არიან, მაგრამ არც ის მომწონს რომ წერენ აი ხომ გაიტანა ხვიჩამ, აი ხომ მაგრად ითამაშა და ა.შ. თითქოს ჩვენ გვქონდეს რამე დასამტკიცებელი. უფრო რაღაც შურისძიებას ჰგავს, მათი მხრიდან ვინც ხედავს რომ ხვიჩა მაგარი ფეხბურთელია. ასე რომ გული მოფხანა არაა საჭირო ჩემი აზრით. ხომ გაგიგია მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო.მე უფრო ის მადარდებს რომ ბევრს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია. აქ ერთი გადამეკიდა იმის გამო რომ ვთქვი მესი არ იმსახურებს 2023ში საუკეთესოდ აღიარებას მეთქი. ჩასაფრებულია სულ და ჩემს კომენტარს გაფაციცებით კითხულობს და სისულელეებს მიწერს. არადა უამრავჯერ მაქვს დაწერილი რომ მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელმაც ეპოქა შექმნა, თუმცა მე პირადად რონალდო მირჩევნია. ეს ჩემი გემოვნების ამბავია და უნიჭო ვაი გულშემატკივრებს არ ვახვევ თავზე ჩემს აზრს. მითუმეტეს (არ ვტრაბახობ )მათზე ბევრად კარგად მესმის ეს სპორტი.
დავით 67
04 მარტი 2024 19:20
0
ჩემ მიერ დავით 67-სადმი პასუხში,სადაც გიორგი არაბიძის თემას ვეხები,შეცდომა გამპარვია.ეტყობა ტექსტის კორექციის დროს.იქ მიწერია,კარგად ათამაშდა და ვფიქრობ ,გაფართოებულ განაცხადში სხვა უნდა გამოიძახონ მეთქი.აქ,სიტყვა "სხვა "ამოსაღებია.შემდგომი ტექსტიდანაც ჩანს,ჩემი მოდგომა,მაგრამ მაინც ბოდიშს ვითხოვ.გრამატიკული შეცდომა შეიძლება მოგივიდეს,მაგრამ აზრის შემცვლელი შეცდომა,არ უნდა დაუშვა.დღევანდელი გიორგი არაბიძე,იმსახურებს გაფართოებულ შემადგენლობაში და სანაკრებო სიტუაციაში მოხვედრას.
სოსო
04 მარტი 2024 12:52
0
ყველა გამოხმაურება
ძლივს ,მაგრამ მოიგო ნაპოლიმ , ისევ ხვიჩას და ვიქტორის მონდომებით მოიგეს, მაგრამ ეს პენალტი აქილევსის ქუსლად რჩება ნაპოლისთვის. დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებს, დი ლორენცოც ხშირად სცდება. ხვიჩასაც ვულოცავ, პატარა რაღაც ლაფსუსი მაინც გაეპარა კიეზას გოლის დროს, მაგრამ არაუშავს.... ფიზიკას უეჭველი უნდა მოუმატოს და გააგრძელოს ზრდა,...ისე ბურთის ფლობის მიუხედავად საგოლე მომენტებით იუვე ჯობდა, ნაპოლის მაგრად გაუმართლდა. ჩვენ კი გვახარებს ხვიჩას ფორმაში შესვლა.....
გუსანი
04 მარტი 2024 02:02
2
აწი დროა ესე ყველა თამაშზე მოუმატო
dato
04 მარტი 2024 02:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული