"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.

პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ეშმაკები შენ გყოლია მაგრად მოსხმული შე უბედურო ალეგრი, თურმე რატომ აქვთ ნეაპოლელებს შენს მიმართ ასეთი მძემე განწყობა.
ეს ავადმყოფი ხვიჩაზე დაიბოღმა და რა სისულელეებს წერს. მისმა ფეხბურთელები ხვიჩასთან გაყვითლდნენ და გაყვითლდნენ, მერე საჯარიმოზე ეჭიდავენ, წააქციეს, მაგრამ არავის " შეუმჩნევია", გოლი მაინც გაუტანა, სულ გაგიჟდა, და მოვიდა სისულელეები. ან ხვიჩა რომელი დამცველი ნახე, შე ავადმყოფო, რომ სივრცეებს თავისუფალს ტოვებდეს.
გასაგებია უკვე, რაც ყოფილა ალეგრი
ხათუნა
05 მარტი 2024 11:59
0
კვარამ შეგისრულათ 1000% და იბოდიალეთ ეხლა ზღაპრები.
თემო
05 მარტი 2024 10:40
0
ჟურნალისტებო იქნებ ერთ აზრზე შეთანხმდეთ, რა თქვა ალეგრიმ? ერთნი კვარას სივრცეებს უწუნებენ, მეორენი პირიქით, ალეგრიმ კვარას ფლანგზე რომ ვერაფერი, საპირისპიროზე ვეძებდით სივრცეებსო... ვინც კონფერენციას ესწრებოდა, იმან უკეთ უნდა იცოდეს
იღბალო
04 მარტი 2024 22:43
1
товарищ Алегри глаголит истину
ვასილი უტკინი
04 მარტი 2024 21:43
8
ხვიჩუკამ გამოანათა
რატი
04 მარტი 2024 19:54
9
როგორ ცდილობს , კვარაცხელიას გოლის გაუფერულებას და ოსიმდნის პენალტს ადიდებს. ეს ადამიანი მგონი კვარაზე გოლის გამოა გამწარებული.
Rim
04 მარტი 2024 19:41
5
რას ნიშნავს გაუმართლა? კი არ გაუმართლა დაიმსახურა! როდესაც ბრძოლობ, ოფლს ღვრი, ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვება და ბურთს იტან კიდეც. ამ ნათქვამით თუ ფიქრობ, რომ აუფასურებ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს, თანაც თავი გინდა დაიძვრინო ამ წარუმატებლობის გამო, ძალიან ცდებით, და არაფერი გამოგივათ.

ხვიჩა არის იღბლიანი, უიღბლო, იღბლიანი ვარსკვლავი!
ძალიან ბევრი წარმატებები და სიხარული ხვიჩას, ქართველ ფეხბურთს და ყველა მის გულშემატკივარს!

07 - 01
04 მარტი 2024 19:35
4
"ძალიან ბევრი წარმატებები და სიხარული ხვიჩას, ქართველ ფეხბურთს და ყველა მის გულშემატკივარს" - ვინც ამაზე დისლაიკი დაგიწერა, რა უნდა საქართველოში? საიტის პატივისცემით რაც უნდა აღარ დავწერ
alexandre
05 მარტი 2024 09:18
0
ჩვენი უსახური პოლიტიკოსები თვითონ რომ დეგრადირებულები არიან, სპორსტსმენების კალთას ეფარებიან და ასე იპიარებენ და ინარჩუნებენ თავს ქართულ "პოლიტიკაში", კომუნისტური წყობა დამთავრდა, თუმცა პუტინისტებს რა გამოლევს, ასეთი ფსიქოლოგიის ხალხი და "პოლიტიკოსები" აკრიტიკებენ სინამდვილეში კვარას. ის კი დამოუკიდებელი პიროვნებაა და სახელმწიფოს საკუთრება არ არის. აი როცა ქართული პოლიტიკაში შემოდიხარ (რაც ფულის კეთებას გულისხმობს სინამდვილეში) მაშინ კი ხდები სახელმწიფო საკუთრება ხალხის გინების ქვეშ ფულის კეთების სანაცვლოდ-როგორც დღეს კალაძეა. შეადარეთ შოთა არველაძე და კალაძე. იმედია ხვიჩა შოთას გზას აირჩევს და ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება ქართველი ხალხის გულში.
ირაკლი
04 მარტი 2024 19:28
13
გამაიღე
oto
04 მარტი 2024 19:25
2
ერთი რა მაინტერესებს ეს საიტი სპორტალ.ჯია თუ ხვიჩა.ჯი? გასაგებია ყველას გვიყვარს მაგრამ საიტზე დადებული ათი სიახლიდან 8 ხვიჩათი იწყება და მთავრდება, მთელი აფრიკის ჩემპიონატი ისე ჩაივლის მარტო ფინალისტებს თუ ვიგებთ იგივე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, ენბეაზე არავინ იწუხებს თავს, მითუმეტეს სხვა სპორტის სახეობებზე, გადაარქვით ბოლო ბოლო საიტს სახელი და დაარქვით ხვიჩა.ჯი
ზვიო
04 მარტი 2024 19:10
14
გაიხარე ზვიო,,ვითომ მეტი არც სპორტსმენია და არც მოქალაქე
რატი
04 მარტი 2024 19:57
14

სიახლეები პოპულარული