"კვარაცხელია ოსიმენზე უკეთესია - ვიქტორი ნაკლებად გენიალურია" - Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ Canale 8-ზე "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა:

"რა შეცვალა კალცონამ? თუ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვილაპარაკებთ, მათ დათვურ სამსახურს გავუწევთ. გუნდმა კომპაქტურობა დაიბრუნა, ზონებს შორის სივრცეებს აღარ ტოვებს, რაც ადრე სერიოზული პრობლემა იყო და მეტოქე იმაზე გაცილებით მეტად სარგებლობდა, ვიდრე ეს ბოლო ოთხ მატჩში მოხდა - 20 წუთი "ბარსელონასთან" და 4-5-ჯერ "იუვენტუსთან".

ოთხი საკვანძო ფეხბურთელი ჰყავთ: ანგისა, ლობოტკა, კვარაცხელია და ოსიმენი. იპოვეს სლოვაკი რეჟისორი, რომელიც დაკარგული ჰყავდათ; აგრეთვე, იშვიათი ათლეტური, რეიდერული უნარების მქონე მოთამაშე (ანგისა იგულისხმა). მის
მიერ "სასუოლოსთან" ქუსლით გაკეთებული პასი ამ სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, არა მარტო ამ გუნდის, არამედ მთელი ჩემპიონატის, ისევე, როგორც "კვარას" გოლი.

ოსიმენმა ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო ქართველმა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. თუ ვიქტორი შეუცვლელია, ხვიჩა, ალბათ, ცოტათი უკეთესია. ის ახალი ტიპის, თანამედროვე მოთამაშეა, რომელიც გარკვეულ მომენტებში მატჩის ბედის გადაწყვეტაში გეხმარებათ, როდესაც ფიქრობთ, რომ მათი გადაწყვეტა აღარასოდეს არ შეგიძლიათ. ოსიმენი სხვაა: ფიზიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ნაკლებად გენიალური".

altჯუნტოლის "მარადონაზე" შეურაცხყოფა მიაყენეს - თავდასხმისგან ის პოლიციამ იხსნა [VIDEO]

alt"კვარაცხელიაზე პენალტი არ იყო - "ნაპოლი" მოგებას არ იმსახურებდა" - ფედელეს და ალვინოს ალტერნატიული მოსაზრება

altდაუჯერებელია - "მარადონაზე" შეკრებილი ქომაგების რეაქცია "კვარას" გოლზე [VIDEO]

alt"კვარას" გოლზე "ნაპოლის" ფანი გადაირია [VIDEO]

altრას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნა "იუვენტუსთან"? - "ნაპოლის" ფანები ქართველის ჟესტით კმაყოფილები არიან

alt"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

alt"ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?" - იტალიაში "კვარაზე" უხეშობის გამო აღშფოთებული არიან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკეთესი რომ იყოს მაგის არყოფნაში იფრენდა და თამაშს თავის თავზე აიღებდა
გეყოფათ!
23:38 05-03-2024
6
ხვიჩა კარგია. ტრაორეც კარგი ბიჭი სჩანს ,ზელენსკისგან განსხვავებით კვარას ხშირად აძლევს პასებს და შედეგიც სახეზეა. ზელენსკი და პოლიტანო აშკარად მედიდური ტიპაჟები არიან!
რერო
11:39 05-03-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული