ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Marte Sport Live-ის ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის:
"კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება ახლოვდება? ვფიქრობ, ეს ზაფხულში მოხდება. დე ლაურენტისმა ამ საკითხის მოსაგვარებლად ცოტა დრო დაკარგა, ოსიმენის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ელოდა.
ქართველის აგენტები არასოდეს არ ახორციელებდნენ კლუბზე ზეწოლას და უნდა ითქვას, ფეხბურთელი განსაკუთრებულად არ ბრწყინავდა. აგენტები თვლიდნენ, რომ დე ლაურენტისის კარზე დაკაკუნების შესაფერისი მომენტი არ იყო, რომელმაც უფრო დაბალ ფასად განახლების შანსი ხელიდან გაუშვა. ახლა სეზონის დასასრულს ფორმაში ჩამდგარ "კვარასთან" ერთად ვუახლოვდებით და თანამშრომლობის გასაგრძელებლად "ნაპოლის" სერიოზული თანხა
დასჭირდება. ოსიმენთან დამშვიდობების შემდეგ, რომელიც 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ქართველი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება".