"დე ლაურენტისმა შანსი გაუშვა - კვარაცხელია "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Marte Sport Live-ის ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის:

"კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება ახლოვდება? ვფიქრობ, ეს ზაფხულში მოხდება. დე ლაურენტისმა ამ საკითხის მოსაგვარებლად ცოტა დრო დაკარგა, ოსიმენის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ელოდა.

ქართველის აგენტები არასოდეს არ ახორციელებდნენ კლუბზე ზეწოლას და უნდა ითქვას, ფეხბურთელი განსაკუთრებულად არ ბრწყინავდა. აგენტები თვლიდნენ, რომ დე ლაურენტისის კარზე დაკაკუნების შესაფერისი მომენტი არ იყო, რომელმაც უფრო დაბალ ფასად განახლების შანსი ხელიდან გაუშვა. ახლა სეზონის დასასრულს ფორმაში ჩამდგარ "კვარასთან" ერთად ვუახლოვდებით და თანამშრომლობის გასაგრძელებლად "ნაპოლის" სერიოზული თანხა
დასჭირდება. ოსიმენთან დამშვიდობების შემდეგ, რომელიც 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ქართველი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოსიმენის ფინტს გაიმეორებს ლავრენტი, ჯერ ხელფასს მოუმატებს და იქვე მიაყიდის.
ჟორა
10:53 06-03-2024
4
ვერ გავიგე ყოველ 2-3 თვეში კონტრაქტის განახლება რა უბედურებაა?!?
გელოდი
19:57 06-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული