მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, whoscored 6.4, flashscore 6.2.

ნამატჩევს კომენტარი ისმაელმა გააკეთა: “მსაჯობა კიდევ ერთი პრობლემაა. ჩაკვეტაძის ეპიზოდის შესახებ
არბიტრმა თქვა, რომ ვერ დაინახა და ბოდიში მოიხადა. გიორგის ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯების უპირველესი მოვალეობა ფეხბურთელების დაცვაა. მართლაც მტკივნეული მომენტი იყო. ეს პირველ ტაიმში უკვე რამდენიმეჯერ დაგვემართა“.

შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს "მილუოლთან" შეხვედრა გამოტოვა.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 მარტს გასვლაზე „ბირმინგემს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კოვენტრი 1:2
გოლები: 1:0 პორტეუსი (20), 1:1 რაიტი (40, პენ), 1:2 რაიტი (72)

მკითხველის კომენტარები / 10 /
მახსოვს გიოს ბელგიაში ამაზე ნაკლები უხეშობის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს! თან გააძევეს. მოწინააღმდეგეს უკნიდან შემთხვევით ქუსლზე დააბიჯა! აქ კი რა ხდება!
რერო
10 მარტი 2024 10:49
0
ტრავმის მომენტის ვიდეო
https://youtu.be/Ez1R8Nvc9XE?si=clu26xCFEiFv8Y1P
ქ. გ.
10 მარტი 2024 03:18
2
"უოტფორდის" მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.
ქ. გ.
10 მარტი 2024 02:57
2
ეს არ არის ის ტრავმა და ნუ გაავსეთ შარვლები,3-4 დღეში მოურჩენენ.
მეორე ბათუმში წიტაიშვილი ათამაშდა ბოლო თამაშები-კაი ფლანგელია ეგეც.
მესამე არაბიძე გამოსაყენებელია-აი სწორედ განსხვავებას კვარას მერე ეგ ქმნის ყველაზე მეტად
და მეოთხე-მარტო ჩვენ მოგვდის ტრავმები და ლუქსემბურგელები ყველა ჯანმრთელია სულ?
მაშინ თუ გვჯობიან ისინი და კონკრეტულ დღეს სახლში თამაშს მოგვიგებენ-იყოს მაშინ მასე,რას ვნერვიულობთ.
Levani
10 მარტი 2024 02:53
0
ვარი მხოლოდ პენალტს,გოლს და წითელ ბარათს ამოწმებს.რატომ არ უნდა შემოწმდეს ყვითელ ბარათზე, ჯარიმა,ან უჯარიმოდ გატარებული უხეშობა?უხეშობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!შესაძლოა თამაში არც შეჩერდეს და მხოლოდ ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეცნობოს მსაჯს
სოსო
10 მარტი 2024 00:18
2
და ეო ამოწმოს რა ასიანი იქნება?. . .საერთოდ უნდა გაუქმდეს
ნაპოლეონი
10 მარტი 2024 02:05
5
12 დღე არის დარჩენილი და კოჭის ტრავმა მიიღო,რაც ადვილად მოსაშუშებელი არ არის. იქეთ ბუდუმ გამოტოვა თამაში,იწერება ავადმყოფობის გამო,კვარა არ გვეყოლება ისედაც. კიდევ რა გამოვარდება არავინ იცის,თუმცა მთავარი დანაკლისი კვარაა. გადახედეთ ნაკრების თამაშებს,თუ კვარა არ ქმნის რაღაცას,გუნდს თამაში არ აქვს და ეს პრობლემა იყო,ახლაც პრობლემა იქნება. იმედია მომჯობინდება ჩაკვეტაძე,მარა დიდი იმედი მაინც არ მაქვს. შეიძლება თვითმფრინავზე დააგვიანოს ვიღაცამ და თამაში გამოტოვოს. არც იმ ხალხის მესმის,ვინც არაბიძის გამოძახებას ემხრობა და იმედებს მასზე ამყავრებს,ეგრე არ ხდება ხოლმე. თუ გამორთავთ კომპიუტერულ თამაშებს და რეალობაში დაბრუნდებით,არაბიძეს გამოცდილება არ აქვს ანაკრებო დონეზე და გუნდს შეთამაშებული არ არის,რა უნდა გააკეთოს. ვერ ითამაშებს და აღარ გამოიძახებენ,ნახეთ ესე თუ არ იყოს. გადამწყვეტ თამაშში კი არ უნდა დაუძახო,ადრევე უნდა გამოსცადო. გამოიძახებენ და ათამაშებენ კიდეც,მერე გასამართლებელი თემა რო ქონდეთ. ასე იქნება ეს ამბავი
იასონას უდარი
10 მარტი 2024 00:17
11
არაბიძეს,ნაკრების ამ შემადგენლობაში არ უთამაშია.ერთია საქართველოს ჩემპიონატის დონე და მეორე,ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად,ნაკრების გადამწყვეტი მატჩი.აიღებს და წარმატებით შესძლებს ნაკრების ლიდერობას,ახლად მოსული კაცი?მიიღებს დანარჩენი გუნდი,მისი ლიდერობის მცდელობას?ამას,დრო და დამსახურება სჭირდება.ასე მარტივი არ არის.არ ვამბობ,რომ არ შეუძლია,მაგრამ კონკრეტულად ამ მომენტში,ვერ იმუშავებს და შესაძლოა,მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში შეუშვან,მისი დარტყმების იმედით.მანამდე,რა თქმა უნდა ჯერ მისი გამოძახება და ვარჯიშებზე ნახვაა საჭირო.ნაკრებს ნამდვილად სჭირდება ასეთი უნარების ფეხბურთელი,თუმცა ეს უფრო სამომავლო თემაა.დღეს მხოლოდ შეცვლაზე შეშვების ვარიანტს ვთვლი,რეალურად.იმასაც საგანგებო ვითარებაში.
სოსო
10 მარტი 2024 01:46
5
ნუ შეილება არაბას დიდი გამოცდილება არაქვს მაგრამ ოთხ თამაშში სამი ბურთი აქ შეგდებული, ეს ეროვნულში და ასაკობრივს აღარ ჩამოვთვლი. არაბიძე იდეალური ფეხბურთელი არარი მაგრამ კაცის მოტყუება შეუძლია დარტყმა აქვს, პასი აქვს ჯარიმას იტანს და სხვა ვინიცი ასეთი?
გიგა
10 მარტი 2024 00:38
4
ვაახ? როგორ დაიტანჯა გიო, ამ ოხერი ტრავმებით? ქრონიკულ ტრავმებზე საშინელი არაფერია ფეხბურთელისთვის. გიო! იმედს ვიტოვებთ, რო გამოჯამრთელდები და 21-ისთვის მწყობრში ჩადგები!
ლაშა
09 მარტი 2024 23:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული