შოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად "ტრაბზოსპორთან" 1:5 დამარცხების შემდეგ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელი შოთა არველაძე გადადგა.

"მე გუნდისგან მეტს ველოდი. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავამართლეთ. ეს კლუბი მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პრეზიდენტს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ პოსტს ვტოვებ. სიტუაციის შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფეროა საჭირო. დარჩენილ 9 მატჩში გუნდს მძიმე შეხვედრები ელის. ბოდიში, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა შოთა არველაძემ.

შოთამ "ფატიჰ კარაგუმრუკი" 23 დეკემბერს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 14 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 8 წააგო, 29
ქულით მე-17 ადგილზეა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩასაფრებულები რატო ხართ? გალა რო გამოაგდო მაშინ რატო არაფერი თქვით?
Vito
10 მარტი 2024 01:37
13
რო გამოაგდო მერე ბლატაობდა მაგასაც მოვუგებთო ძმაოო და ფინალში ვინც იქნებაო კიდე იმასაცო, ამდენი ფარჩაკობების მერე მოუნდა ტიტული რევანშზე იყო
Ff
10 მარტი 2024 05:21
4
სწორია, წესით ყველა თავმოყვარე მწვრთნელი ეგრე უნდა აკეთებდეს მსგავსი ანგარიშით წაგებისას
nika
10 მარტი 2024 01:18
2
ყველგან როგორ უნდა ეტენებოდეთ--კარგი ფეხბურთელი იყავი-დარჩი რა ისევე-
რეალი
10 მარტი 2024 01:11
11
ტიპს თასის ნახევარფინალი აქვს და წინადღეს ბათუმშია ტინგიცობს ლეგენდების მატჩზე?წავიდა არა იხვის ტოლმა
exsperti
10 მარტი 2024 00:50
14
ხო და ეგეც 2-0 წააგეს გოლი მაინც გაეტანათ ფრე მაინც გაეგორებინათ ხო ამხანაგური იყო ვითომ, რა "ლეგენდებიც" ეგეც ისე დაასრულეს ფარჩაკულად
Xo.
10 მარტი 2024 05:18
2
შოთი არაა მწვრთნელობა შენი საქმე.სადაც მიხვედი ყველა გუნდიდან გამოგაბუნძულეს.რაც გეხერხება იმას მიაწექი.იტინგიცე ლელა წურწუმიას სიმგერებზე ან მთავარ არხზე წაიყვანე იუმორისტული შოუ.
zaza
10 მარტი 2024 00:28
28
მოულოდნელია!ხომ არ იჩქარა?
სოსო
10 მარტი 2024 00:24
7
შოთა, არაა შენი საქმე მწვრთნელობა, სადღაც ფახთაქორში კი, მაგრამ ევროპაში არა, მგონია რომ ბავშვების მწვრთნელად იდეალური ვარიანტი იქნები
ვახო
10 მარტი 2024 00:14
15
3კვირაში შევცდი.მეგონა მარტის დასაწყისამდე გაძლებდა
გოგა
10 მარტი 2024 00:06
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული