Geo Team: ჩაკვეტაძე ლუქსემბურგთან ითამაშებს

AutoSharing Option
"უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "კოვენტრისთან" მატჩისას ტრავმა მიიღო და შეცვალეს. Geo Team-ის ცნობით, ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში დაეხმარება:

"გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს 4-5 დღეში განაახლებს. ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ მძიმე შედეგები არ აჩვენა. ჩაკვე 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გამიხარდა არ გაგვწირა ბედმა. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ბერძნებთან კვარაც გვეყოლება
გია
11 მარტი 2024 00:49
2
მთავარია ახლა ყველა ჯამრთელად გყავდეს ლუქსემბურგის თამაშისთვის მითუმეტეს რომ კვარა არ გვეყოლება ამ მატჩში და თუ მოხერხედება რომ ადრე დაიწყოს შეკრება ნაკრებმა რომ მოსამზადებლად დრო ქონდეთ მეტი ესეც ძალიან კარგი იქნება.
giorgi
10 მარტი 2024 20:31
2
რა ვიცი, წინა ტურში კინაღამ დაიმტვრა, ახლა ისევ... მესმის ფეხბურთელს ხელფასს კლუბი უხდის და თავს ვერ დაზოგავ, მაგრამ ცოტა გონი ხომ საჭიროა, რომ მთლადაც არ შეაკლა თავი? ახლა ისეთი თამაშები მოდის, რამაც შეიძლება თვით ამ ფეხბურთელების და ზოგადად ქართული ფეხბურთის მომავალი განსაზღვროს და ამდენს ხომ უნდა ხვდებოდნენ. მერე იტყვის ვინმე რაღაცას და ეწყინება ზოგ-ზოგიერთს...
დათო
10 მარტი 2024 18:24
53
ისეთი სისულელე დაწერე ჯობია წაშალო
SS
10 მარტი 2024 18:54
7
მაგარი ამბავი!
გიორგი
10 მარტი 2024 18:18
1

სიახლეები პოპულარული