"ბარსელონასთან" პენალტების სერია? - ფედელემ გაამხილა, ვინ შეიძლება შეასრულოს თერთმეტმეტრიანები

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში იმედი გამოთქვა, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" ბარიერის გადალახვას შეძლებს:

"აძურის" გაუჭირდება, მაგრამ სასწაულის იმედი მაქვს. თამაში გააუმჯობესეს, მაგრამ ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებენ და ზედმეტად არიან დამოკიდებული ოსიმენსა და კვარაცხელიაზე. ჩემი აზრით, დაცვა ძალიან სუსტია. ამ ერთ მატჩში ჩვენ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ.

შეიძლება შეხვედრა ფრედ დასრულდეს? დიახ, ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს? პოლიტანო, კვარაცხელია, მარიო რუი, ლობოტკა და რაჰმანი. ოსიმენი ჯერ სიაში არ არის. ფეხბურთელები,
რომლებიც დავასახელე, ამისათვის მზად იქნებიან. პენალტების სერიაში გამარჯვება უარესიდან საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდება. გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ღმერთმა ინებოს".

altკაპელო: კვარაცხელია "ბარსელონასთვის" ნომერ პირველი საფრთხეა

altროგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - "კვარას" შედევრი და მაგალითი საქართველოს ნაკრებისთვის...

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ბარსელონა" VS "ნაპოლი" - პენალტებს ნუ გამოვრიცხავთ და კვარაცხელია, რომლის შეჩერებაც დამოუკიდებლად უჭირდათ...

alt"ბარსელონასთან" მატჩამდე იტალიური გამოცემა "ნაპოლისთვის" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუშინ რა კარგი კომენტარები . სად გაქრა.
ესტატე
12 მარტი 2024 07:58
0
ნაპოლის ძალიან უჭირს დაცვისან თავდასხმაში გადასვლა ბურთსაც წინ და უკან ათრევენ
ამირანი
11 მარტი 2024 21:58
0
რატოა ეს სტატია და ამ კაცის მისაზრება ასეტი საინტერესო ? როგორ უნდა თქვა ვინ შეასრულებს როცა შეიძლება არ იყვნენ მოედანზე
ნოდო
11 მარტი 2024 21:30
1
რა "გაამხილა", ხალხო, რა ... იცის ფიდელემ?
ვვვ
11 მარტი 2024 21:00
0
პოლიტანო ცუდად ურტყავს პენალტს, ზელინსკი სჯობს
დავით 67
11 მარტი 2024 20:42
5
Zelinski ganacxadshi araa
L.J .
11 მარტი 2024 23:19
0
ზელენსკი საერთოდ არაა ჩლ გადაცხადში
ვანჩოპე
11 მარტი 2024 23:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული