Areanapoli: გამოცანა - რატომ აქვს დენდონკერს კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალი ხელფასი?

AutoSharing Option
Areanapoli-მ "ნაპოლის" 28 წლის ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის, ლეანდერ დენდონკერის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გაკვირვებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ზის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს და ეს გამოცანად რჩება.

დენდონკერს "ასტონ ვილაში" თამაში იშვიათად უწევდა, "ნაპოლიში" იჯარით გაუშვეს, სადაც სტანისლავ ლობოტკას დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შევიდა.

დენდონკერი ექვსთვიანი იჯარის პერიოდში დაახლოებით 2.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც კვარაცხელიას წლიურ ანაზღაურებაზე, 1.4 მილიონზე, გაცილებით მეტია.

"ნაპოლის" ზაფხულში ბირმინგემული კლუბისგან დენდონკერის 9
მილიონად გამოსყიდვა შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
პრობლემა არის კონტრაქტში, რაიოლას კლიენტებ შეხედეთ რა პირობები აქვთ, გასაგებია რომ ყველაზე დიდი მეოცნებეც კი ვერ წარმოიდგენდა ხვიჩას ასეთ პროგრესს პირველივე წელს, მაგრამ ერთადერთი შეცდომა რაც დაუშვა ჯუღელმა ეს არ არის არც ხელფასი და არც კონტრაქტის ვადა, ეს არის გამოსასყიდი თანხის არ ჩადება, დარწმუნებული ვარ ევროპისთვის სრულიად უცხო ფეხბურთელში რომელშიც ლაურენტისმა 10 მილიონი გადაიხადა, 50 მილიონი გამოსასყიდის თანხას პროტესტით არ შეხვდებოდა, ბიზნესმენია და 400% პროფიტზე გიჟი უნდა ყოფილიყო უარი რომ ეთქვა, ეხლა კიდევ მადა გაეხსნა და უკვე ორივე ჯოკერი ხელში უჭირავს და გასაკვირი სულაც არ არის როგორც იქცევა
მამუკა
15 მარტი 2024 22:18
0
ჯუღელმა კონტრაქტის სარფიანიბის ერთადერთ კრიტერიუმად,კონტრაქტის ხანგრძლივობა ჩათვალა.ასე იყო რუბინშიც და ნაპოლიშიც.მთავარ იყო,მაქსიმალურად დიდი ხნით ყოფილიყო გარამტირებული ხელფასით.ახლა კი აცხადებს,ვიცოდი,ასე წარმატებული იქნებოდაო,მაგრამ ფაქტები,საპირისპიროს მეტყველებენ.არ სჯეროდა მისი და ცდილობდა,რაც შეიძლება ხანგრძლივი კონტრაქტი დაედო.სხვა პირობები,მას არ აინტერესებდა.
სოსო
15 მარტი 2024 22:38
0
რიკი-ს

არასწორი შეფასებაა მეგობარო. ეგრე არ კეთდება ბიზნესი.
ვთქვათ, ბიზნეს-კომპანიაში გყავს თანამშრომელი, რომელიც სხვებზე ბევრად მეტს აკეთებს, იღებს სხვებზე ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას და კომპანიის მმართველი არ ფიქრობს მის წახალისებაზე. აქაოდა, ხელშეკრულებაში ეგ ხელფასი წერიაო. არანაირად არაა ეგ ბიზნესი. ეგ, კომპანიის მართვაში სერიოზული ხარვეზია.
კვალიფიციურ კადრებს ყველაზე მეტი მოფრთხილება სჭირდება. ფულზე მეტადაც კი ძვირფასია კვალიფიციური კადრი. თუმცა, საქართველოშიც ეგრე უდგებიან სამსახურებში - არ მოგწონს პირობები, წადი სახლში. ვინმე მოკლეკაბიან ნაშას მიიყვანენ შენს ადგილზე და ყველა კმაყოფილი იქნება, ამ უკანასკნელის ჩათვლით.
გოგია
15 მარტი 2024 17:19
0
ყველაფერი გასაგებია რომ ეს მხოლოდ ბიზნესია და ჯუღელის ბრალია ამ კონტრაკტის დადება, უბრალოდ როდესაც ეს ბიჭი გეხმარება 100 წლის შემდეგ ჩემპიონატი მოიგო ნამუსის და კაცობის თემაა სეზონის ბოლოში რამენაირად მინიმუმ ხელფასი გაურმაგო
რიკი
15 მარტი 2024 13:55
2
ნახეთ!! კვარა რომ ტრადიციულად ძლიერ კლუბებთან პრინციპულ თამაშს ჩააგდებს და სექტისტებს სათქმელიც არაფერი აქვთ, მაშინვე შემოაგდებენ დიდის ამბით ხელფასის თემას, თქვენ იმაზე იდარდეთ რატომ ითამაშა ასე უსუსურად ორივე თამაში ბასრასთან და საერთოდ რატომ ვერ გაიტანა ვერც ერთი გოლი მიმდინარე წლის ჩ/ლიგის 8 ტურში,როდესაც შემტევი ხარ და ამხელა ამბიცია გაქვს. ხომ ფაქტია მაგრად რომ ეთამაშა ,გოლები გაეტა და გუნდისთვის ელიდერა, ხომ გაცილებით მეტი საფუძველი ექნებოდა მაღალი ხელფასის მოთხოვნის. რაა??? არ მითხრად ეხლა- ხელფასი რომ 10 მილიონი ქონოდა და არა 1, შედეგობრივად რამე შეიცვლებოდა და ბარსელონას კარის შტანგებს დაღუნავდა!!! მეტი არ არის ჩვენი მტერი კვარა თამაშობს იმას რაც შეუძლია დღეისათვის, რაც დაბალი დონის გუნდებთან საკმარისია,მაგრამ ძლიერ გუნდებთან გადამწყვეტ მატჩებში იკარგება, ამიტომაც არის ასეთი არასტაბილური და ხელფასიც შესაბამისი აქვს .....კიდევ, ოსიმენას ხომ გადაკიდეს და სკანდალი გამოიწვიეს მათი ხელფასების შედარებით, ეხლა ეს ვინმე დენდოკერი გინდათ გადაკიდოთ?? შეიცოდეთ ეს ბიჭი!! სხვისი ხელფასის და კონტრაქტის საჯაროდ განხილვა არსად მიღებული არ არის- განსაკუთრებით საფეხბურთო კლუბებში, გიფიქრიათ როგორი დამოკიდებულება ექნებათ თანაგუნდელებს გასახდელში და თამაშისას!! პრინციპში ჩანს კიდეც, თუ მომეჩვენა არ ვიცი-თამაშისას კვარას დროულ პასს შეგნებულად არ აძლევენ თანაგუნდელები, ხოდა შეიძლება იმიტომაც დგას მთელი თამაში ფლანგზე ამირანივით მიჯაჭვული HENDE HOOH-ს მდგომარეობაში პასის მოლოდინში.
SOSO
15 მარტი 2024 12:32
25
იქნებ პრობლემა კვარაში კი არაა, გუნდშია?
კვარამ ბარსასთან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო თავისი გუნდიდან -მეკარის შემდეგ!
ფერნანდო
15 მარტი 2024 13:23
0
რა შუაშია ჯუღელი,მე ვარ დებილი.
სკამზე ჯდომაში 2 მილიონის მიცემას არ ჯობდა ეგ ფული კვარასთვის დამემატებინა.
73 წლის კაცო ვარ და ასეთ კაცობაში გავატარე ცხოვრება
ლავრენტა
15 მარტი 2024 12:21
0
ახალგაზრდებს სიმშვიდე არ სჭირდებათ; ეგ უფრო პენსიონერების ოცნებაა...
ამ მხრივ, 5-წლიანი კონტრაქტი თავიდანვე შეცდომას ჰგავდა; მამარდაშვილის შემთხვევაშიც. ახალგაზრდა, რომელიც ყოველდღე პროგრესირებს, ასეთი კონტრაქტით არ უნდა "დააბა" და არც სასათბურე პირობები უნდა შუქმნა.
სახელი
15 მარტი 2024 11:42
2
სწორი ხართ მაგრამ,არის ერთი ამბავიც,?დღემდე რომ იტყვიან ,ბოლო 15-20 წელია ამ დონეზე არავინ არ ასულა! ვინ იფიქრებდა რომ ასე იქნებოდა! ყველაზე მაგარი ქომაგიც ,არ იყო დარწმუნებული. მენეჯერებს უნდოდა გრძელვადიანი კონტრაქტით გუნდი დაებათ! გამოვიდა რომ ჩვენი ვარსკლავები დააბეს?! ცხოვრება.
დავიდუსი
15 მარტი 2024 12:08
0
ქართული ფეხბურთი მიზეზი არ არის. არაპროფესიონალი აგენტის თემაა. თუნდაც არ ყოფილიყო თავიდან ამხელა მოლოდინი კვარაზე, მაინც არის კარგ კონტრაქტში პუნქტები წარმატებული სეზონის შემთხვევაში რა ხდება. "პერეგავორებმა" ეგ არ იცის ალბათ.
ირაკლი
15 მარტი 2024 11:10
7
ლას-ი მართალია, ჯუღელი არაფერშუაშია, რადგან ზოგადად ქართული დაფეხბურთო მეურნეობა ცუდ დღეშია და შესაბამისად ნაკლებკონკურენტულ გარემოში კვარასთან მიახლოებულები ძალზედ მცირე რაოდენობით გამოდიან თუ არ ჩავთვლით მამარდაშვილს… ევროპის პირველობაზე გასვლა ახალ სიმაღლეზე აგვიყვანდა არა იმიტომ, რომ ჭაობში ვართ, არამედ გამოცდილება მოვა და დრო მოიტანს მეტ დაჭიროებას, საზრუნავი მეტი გაჩნდება და რეალურად შეხედავენ ბიზნესსექტორი და რაც მთავარია ხალხი პროგრესს, რასაც დრო მოიტანს, რომლის შემოქმედნი ფეხბურთელები უნდა გახდნენ!
ლაშა
15 მარტი 2024 10:48
6
მასეა როცა ქვეყანას, ჩამორჩენილს და არასაფეხბურთოთ თვლიან.
ქართველს არ აქვს ფასი, ჯუღელი არაფერშუაშია.
ეგ კი არა არც ყიდულობდენ ქართველს იმდენად ქონდა იმიჯი შელახული.
ეს მცირედით გამოასწორა თავად კვარაცხელიამ, ხო ნახეთ რამდენი ქართველის ტრანსფერი შედგა იტალიაში, მაგის გადასვლის შემდგომ
las
15 მარტი 2024 08:42
3
კვარაცხელიას ლოკოთი და რუბინით იცნობენ და არა მეგრული გვარით,ასე რომ ქრთული ფეხბურთი მის ტრანსფერში მთავარი არაა.ის იყიდეს თამაშის ხარისხის მიხედვით.
თამაზ
15 მარტი 2024 10:06
9
იმიტომ, რომ დენდონკერს არ ჰყავს აგენტად ჯუღელი.
პასუხი
15 მარტი 2024 08:41
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული