ითამაშებს თუ არა "კვარა" "ატალანტასთან"? - იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმის რჩევა "ნაპოლის"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით, ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხვნა დაუდგინდა და 30 მარტს "ატალანტასთან" მისი თამაში ძალიან საეჭვოა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონამ "კვარა" ბერგამოელებთან არ უნდა ათამაშოს.

"ის ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ასეთი ტრავმით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშია დასაშვები და არა სრული დატვირთვით.

კვარაცხელიას მარცხენა ფეხზე შემაერთებელი კუნთის მძიმე კონტრაქტურა აღენიშნება. ეს კი
ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, "კვარას" "ატალანტასთან" მოედანზე ვერ ვიხილავთ. თუ ქართველი ათამაშეს, ეს უდიდესი რისკი იქნება. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ კალცონა გარისკავს", - განაცხადა კასტელაჩიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

altდიაგნოზი ცნობილია - კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული