Cadena SER: მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი სპორტს აკეთილშობილებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში "ვალენსიამ" პამპლონაში "ოსასუნას" 1:0 სძლია. კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა უხეიროდ შესრულებული პენალტით ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, ბურთს "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაეუფლა, რომელმაც პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად.

Cadena SER-ის ცნობით, ხორვატ ფორვარდს თამაშისას მამარდაშვილთან მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას შეჯახების შედეგად ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა, გასახდელში პირიდან სისხლის დენა აღენიშნებოდა და ნავარას უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემა იტყობინება, რომ ქართველმა ბუდიმირის ნომერი გაიგო, დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

Cadena SER-ი გიორგის საქციელს სამაგალითო ჟესტად
მიიჩნევს, რაც აკეთილშობილებს პროფესიონალურ სპორტს და აღნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ნაკრებების შემადგენლობაში ერთმანეთს შეიძლება ევროპირველობაზე შეხვდნენ.

alt"საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!" - მამარდაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს გამოეხმაურა

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altმამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაშიას მერე ალბათ კაპიტნობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება, რათქმაუნდა არა ამის გამო, არამედ თავისი სამაგალითო და “რაინდული” საქციელის და იერის გამო მოედანზე თუ მის მიღმა. დიდებული ქართველი ხარ, “აფერუმ” შენს მშობლებს! გვიყვარხარ მამარდ!
!
19 აპრილი 2024 02:55
1
უდიდესი პატივცემა ჩვენს გიგანტ მეკარეს ის ისედაც ავტორიტეტია, მაგრამ კაპიტანი დაცვაში ან ნახევარდაცვაში უნდა თამაშობდეს რათა დაცვას უხელმძრვანელოს! მაგალითად ქოჩორა, კიტეიშვილი ზედგამოჭრილია კაპიტნობისთვის!
რობი
19 აპრილი 2024 12:32
1
Დასტური, მაგრამ ასევე კიტეც ძალიან კარგი კაპიტანი იქნება ჩემის აზრით და დაკვირვების მაცადინეობით, დიდი და ძლიერი პასუხისმგებლიანი ადამიანი მოჩანს ლურჯ-წითელს ეკრანებიდან
გ.შ.
19 აპრილი 2024 12:11
0
გამოცემა Cadena SER-ს: თქვენს პირს შაქარი. გაგმართლებოდეთ თქვენი ვარაუდი და ევროპირველობაზე საქართველო - ხორვატიის დაპირისპირება მართლა მოხდეს არ ვართ წინააღმდეგი!
ვაჟა მასწავლებელი
18 აპრილი 2024 21:17
2
გიორგი ისეთი ოჯახის შვილია ეგ არ შეეშლებოდა!!!
Sadiman biwadze
18 აპრილი 2024 22:02
4
ქვემოთ დავსვი უწყინარი კითხვა, ნეტა იმათ თავში ჩამახედა ვინც დამადისლიაკა, იცი გამეცი პასუხი არადა გაატარე რა.
ttt
18 აპრილი 2024 23:58
2
როგოც ვიცი მანამდე მეგობარო.ტრავმით თამაშობდა ხორვატი ფეხბურთელი.დიაგნოზი მატჩის შემდეგ დაუსვეს
გელა
19 აპრილი 2024 01:26
0
პენალტის დარტყმამდე გაიტეხა ნეკნი თუ მერე?
ttt
18 აპრილი 2024 20:49
8
მე მგონი პენალტის მერე თამაში მაშინვე დამთავრდა. გამოდის რომ პენალტამდე.
ისე, თუ ეგრე დაშავებული იყო ვინ აძალებდა არა მარტო პენალტის დარტყმას არამედ თამაშს
ნიკი
19 აპრილი 2024 01:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული