"ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი" - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა, „ეკიპთან“ ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა:

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი, წარმატების მისაღწევად პირობები არ მქონდა. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად ყოფნისთვის პატივისცემას უნდა გრძნობდეს. ეს მოთამაშისთვის აუცილებელია. იმედგაცრუებული ვიყავი. რაც „მეცში“ იჯარით წამოვედი, ჩემი ამბავი საერთოდ არ
უკითხავთ. „აიაქსში“ ყველამ დამივიწყა“.

მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 7 გოლი გაიტანა და ფრანგული მედია მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟორაჯან, პენალტებს მიაქციე ყურადღება ჯიგარო, ევროპაზე შენი დიდი იმედი გვაქ ძმა. აბა შენ იცი წარმატებები გიო.
კახა
20 აპრილი 2024 19:46
26
რა კუთხით მიაქციოს ყურადღება პენალტებს?? შეგახსენებ დღემდე გიომ პროფესიონალურ კარიერაში სულ დაარტყა 21-პენალტი და 19-გაიტანა მათ შორის 17-პენალტი ზედიზედ,,ჟორჟიკა ერთ-ერთ საუკეთესო პენალტისტად ითვლება საფრანგეთის ლიგა ერთში,,გასაგებია რომ შეცდომა მოუვიდა ბოლო პენალტის დროს მაგრამ ვიდგეთ და ჭკუა ვარიგოთ როგორ შეასრულოს პენალტი ან საერთოდ ხელი ხოარ აიღოს პენალტების დარტყმაზე ცოტა ტეხავს მემგონი, სერიოზული ფინიშერია კაცს ყველა იმ ადგილიდან გააქვს საიდანაც დარტყმის საშუალება მიეცემა და მაგან პენალტები კიარა ჯარიმები და კუთხურებიც კი უნდა შეასრულოს ჩემი აზრით
gel-100
20 აპრილი 2024 20:10
2
ბლაგვი კუთხით
gel-100-ს
20 აპრილი 2024 21:22
7
აზრზე ხართ რა გადარჩენილები ვართ?
კიდევ კარგი ფეხი არ მოტეხეს, ბევრს ეცადნენ, მარა ძვალი ქონია ძლიერი, ქართული ჯიშია და იმიტომ...
კ ო მ ბ ლ ე
20 აპრილი 2024 23:11
27
ცხვარში არ წახვედი?
მე არ ვარ ბოროტი
21 აპრილი 2024 01:40
3
ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია!, "აიასს" იწუნებენ გრუზინᲩიკები.
Sio
21 აპრილი 2024 11:15
43
არც ის არის კაცი,ვისაც ხურმა,ხილი ჰგონია!რაკი აიაქსი ჰქვია,ნაკლი არა აქვს?როგორც მიქაუტაძესთან მოიქცნენ,მართლები არიან?თუ არ გინდა,ნუ აიყვან და თუ აიყვანე,მაშინ მოექეცი,როგორც ორგანიზაციის სხვა წევრს ექცევი.ღირსეულად.ყველასთან ასე უსულგულოდ ექცევიან?არა მგონია,მაგრამ თუ ყველას ასე ექცევიან,მაშინ ნაპოლიზე ათასჯერ უარესი ყოფილა.
სოსო
21 აპრილი 2024 16:56
0
რა მაგარი ბიჭი ხარ შენ გრუზინჩიკ, ნიკზე გეტყობა ალბათ შენ ნალჩიკის სპარტაკსაც არ დაიწუნებ, მოსკოვი უნდა დაგრჩეს უკან შენ.
Ruschik
22 აპრილი 2024 15:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული