პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ემპოლისთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული
ბურთი ძელს მოხვდა.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი
გოლები: 1:0 ჩერი (4)

altმატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ უფრო და უფრო უსუსური ხდება ნაპოლი
დავით 67
21:18 20-04-2024
0
არც ეგ ერთადერთი მომენტი ჰქონიათ, რადგან მაგ ეპიზოდში მსაჯმა ხვიჩა დააჯარიმა... ზოგადად, ნაპოლისთან თამაში უკვე ყველას უადვილდება, რადგან ძალიან პროგნოზირებად ფეხბურთს თამაშობენ და ერთადერთი, რისი პროგნოზირებაც მეტ-ნაკლებად რთულია - რა პოზიციაზე გაამწესებენ ჩვენ ბიჭს, რომელმაც ბურთიც თავად უნდა მოიპოვოს, მცველებიც ჩამოიცილოს, თუ ვერავის უპასა, თვითონ დაარტყას, მოგერიებულ ბურთსაც თვითონვე უნდა მიუსწროს და ყველაფრის სანაცვლოდ... ღმერთმა შეარგოს, მიქაუტაძე იმდენს იღებს, რამდენიც კვარას ახალი კონტრაქტით ან ექნება და ან არა...
დდდ
21:11 20-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული