უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული ბურთი ძელს
მოხვდა.

შესვენების შემდეგ „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ მცველი ნატანი მაცოკით შეცვალა, თუმცა თამაშის სურათი არ შეიცვალა, რამეთუ „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ხვიჩამ სცადა გატანა, ამჯერად ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა და 72-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა, ხოლო პოლიტანო ნგონჟიმ შეცვალა. ეგ იყო და ეგ - "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა გუნდთან, რომელმაც ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს „რომას“ უმასპინძლებს.

„ემპოლიში“ მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ნაპოლი 1:0
გოლი: (4)

altმატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

მკითხველის კომენტარები / 23 /
უეჭველი გაყიდა თამაში დე ლაურენტისმა.ემპოლის უფრო სჭირდებოდა მოგება,რომ არ გავარდეს.ნაპოლი დიდი ხანია შეგუებულია, რომ ევროთასებზე ვერ მოხვდება.
სტატუს ქუო
21 აპრილი 2024 10:44
3
ერთ დროს მილანიც კრიზისში იყო მაგრამ ორი წელი ანდრეი შევჩენკომ მარტომ ათრია დაბლა დაუშვებლად,აი ის იყო თავდამსხმელი ის იყო გუნდი.
evropa 2024
21 აპრილი 2024 00:05
8
ხვიჩა! შენი საქმეა ფეხბურთის თამაში და არა იმ ლოზუნგების სროლა "ჩვენი გზა ევროპაშია" რომლის ძახილიც უკვე გაუფასურდა და გაუფასურეს, იმ ანგაჟირებულმა ლაწირაკებმა, რომლებიც დარბიან წინ და უკან. ფეხბურთს მიხედე ჯობია!
ხვიჩა კვარაცხელიას!
20 აპრილი 2024 23:49
58
საქართველო უპირველეს ყოვლისა! ენა მამული სარწმუნოება! აი ეს მცნებები უნდა დააყენოთ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა! მაგრამ პრინციპში ვის ველაპარაკებით? თქვენნაირებისთვის ეს ხომ მეორე ხარისხოვანია? რაც არ უნდა იფაფხუროთ ამ თქვენი სულელური ლოზუნგებით, "არა რუსულ კანონს" (ესეც ენჯეობების შემოგდებული ფარსია) მაინც არაფერი გამოგივათ, ეს ქართული კანონიც დამტკიცდება და თქვენ კი ირბინეძთ ასე დაუსრულებრივ, მაინც საქმე არაფერი გაქვთ, მე შენ გეტყვი და სწავლით თავს იკლავთ, ერთი უწიგნური ნაც თაობა ხართ!
ევროპთუმეებს.
21 აპრილი 2024 13:03
2
შე რუსეთის მონა! აბა რა უნდა ეთქვა? რამდენი სულით მონაა ამ ქვეყანაში
დათო
21 აპრილი 2024 01:49
27
ყველა გამოხმაურება
რაოო ფასი ეცემა კატასტროფულადო და მიწვევა არ აქვსოოო)))) ჯერ ერთი ამ გაზაფხულზე ( გოლები და ნაკრები) ფასი 80-დან 130 მილიონამდის გაიზარდა ( რაზეც ღრუსები და ჩვენი კიდევ ერთი ვითომ “ჯმები” გულზე სკდებიან რას ქვია მუდრიკას გადაასწროვოო შედით მაგათ რესურსებზე) და მთხოვნელები ბატონებო ევროპის შემდეეგ …დაგეწყოოოთ ისეევ რუბინში რომ იყო მაშინდელივიიით …?!?! ვაიიიი თქვენს …..)))
მდააა
20 აპრილი 2024 23:09
26
ნაპოლი და თბილისის დინამო "ქნარიკებად" იქცნენ! ყველა ამათთან აგროვებს ქულებს!
პლეხანოველი
20 აპრილი 2024 23:08
1
ქნარიკას კიდე რა უჭირს
skaro
21 აპრილი 2024 00:11
1
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია - დემორალიზებულია მთლიანად გუნდი ფეხბურთელიან-მწვრთნელიანად! წელს არაფერი ეშველება ესეც უკვე ფაქტია. ნაპოლის პრეზიდენტის ხასიათიდან გამომდინარე კაცმა არ იცის რა იქნება შემდეგ წელს. ხვიჩას წასვლა საუკეთესო ვარიანტია, რამდენად გამოვა ეგაა საკითხავი.
gogi
20 აპრილი 2024 23:06
3
დღეს ნაპოლი ჩემთვის "ვიღაც" გუნდი ნამდვილად არ არის, ეს ის გუნდია, რომელმაც ქართველ ხალხს უდიდესი სიამოვნება და სიამაყე შეგვძინა, იტალიელი და ქართველი ტიფოზები გაგვაერთიანა და ჩაგვახუტა, ისეთი ხალხი მიუსხდა ბეხბურთის ტელე გადაცემებს, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვეოდნენ ფეხბურთში.ნაპოლის თამაშების სანახავად, ხალხი აღათუ იტალიის ქალაქებიდან არამედ საქართველოდანაც დაიძრა და ამის ერთ ერთი შემომქმედი და თავი და თავი ჩვენი ბიჭი ჩვენი ხვიჩაა! რატომ გიბრუნდებათ ზოგიერთებს ენა რომ მასზე და მის მეუღლეზე ამაზრზენი პოსტები დადოთ!
NAPOLI!
20 აპრილი 2024 22:37
5
ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვეოდნენ,ვერც ახლა ერკვევიან.რაშიც ერკვევიან,იმას ამჟღავნებენ კიდეც.სამწუხაროდ, ეს სიბინძურის ნთხევაა.
სოსო
20 აპრილი 2024 22:50
7
სამწუხაროა, რომ ნაპოლის უსუსური თამაშის გადამკიდე, კვარათი (პლუს თავისი ბოლოდროინდელი თამაშითაც), უკვე არც ერთი ტოპ კლუბი არ იჩენს სერიოზულ ინტერესს და მისი ფასიც საოცრად დაბლა ეშვება
geo
20 აპრილი 2024 22:37
8
ელისაშვილის არ იყოს,ხვიჩუკა არ ჩეიჯვა,აბა შენ იცი
კარო
21 აპრილი 2024 09:25
6
წლევანდელი სეზონი ჩავარდნილია,მაგრამ არც მომავალ სეზონში იქნება ნაპოლი 4ეულისთვის მებრძოლი გუნდი.
ამ გუნდის თავიდან შეკვრას თუ ვინმე შეძლებს ვერ წარმომიდგენია.
კვარას რა ვუყოთ თორემ......
Lobotka
20 აპრილი 2024 22:33
3
კაია კონტრაქტს რო არ ანახლებს ეტყობა შეთავაზებაც არ ააქვს მისაღები..მარტო ხვიჩა კი არა მთელ გუნდს ეტყობა რო არ უნდა თამაში..ცუდი სიტუაციაა გუნდში..
Vito
20 აპრილი 2024 22:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული