Eldesmarque: ქოჩორაშვილის 6 მატჩი ფასის გეომეტრიული პროგრესიით გასაზრდელად

AutoSharing Option
"ლევანტე" 36 ტურის შემდეგ სეგუნდაში 52 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, თუმცა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს და Eldesmarque წერს, რომ გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დარჩენილი ექვსი მატჩი სატრანსფერო ფასის გასაზრდელად უნდა გამოიყენოს:

"ქოჩორაშვილი "რასინგთან" შეხვედრაში სასტარტოში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა. ანხელ ალგობიას ტრავმამ მას საშუალება მისცა, ისევ ეგრძნო მთავარი როლის შემსრულებლად და მნიშვნელოვნად თავი, რისი შანსიც სისტემატურად არ ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფებში ასპარეზობამდე მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა.

"ქოჩო" პირველ პლანზე ნაკრებში გამოვიდა, სადაც
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სეგუნდაში კიდევ ექვსი თამაში აქვს იმისათვის, რათა საკუთარი საბაზრო ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტით 2027 წლამდეა დაკავშირებული, იციან, რომ ქართველის სახით სერიოზული აქტივი გააჩნიათ და თუ ლა ლიგაში გადასვლა ვერ შეძლეს, ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაყიდვა მოუწევთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქოჩორაშვილს ვეტყვი:ან ფეხბურთი ითამაშე ბიძიკო ან მამაშენს მიუჯექი გვერდით და პოლიტიკოსობა დაამხეცე,ამის მერე გინდა ქოცი დაირქვი და გინდა ნაცი,ჩვენ ვისაც პოლიტიკაზე მეტად ფეხბურთი გვიყვარს შეგვეშვი,შენი პოლიტიკით და მიხედე შენ ახალ საქმეს.
ნიანია ბაკურიანი
21:49 14-05-2024
10
არა უშავს, გაუძლებ როგორმე. მთავარია ლენინი გიყვარდეს, გენაცვალოს დედა მატრიონა.))))
ზომბი-ს
23:20 24-04-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული