ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - კალათები და წილისყრის თარიღი

AutoSharing Option
ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისთვის რომელი გუნდი რომელ კალათას დაიკავებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-3 ადგილი ირგუნა, ამავე ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებს და მე-3 კალათაში იქნება განთესილი. კალათები ასე გამოიყურება:

პირველი კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია პორტუგალია, იტალია, ხორვატია, ბელგია, ავსტრია, დანია.

მეორე კალათა: თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უელსი.

მესამე კალათა: სლოვენია, შოტლანდია, ბოსნია, საქართველო, ფინეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ
ირლანდია.

მეოთხე კალათა: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ესტონეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლიეტუვა, ფარერები, ლატვია, ბელარუსი.

მეხუთე კალათა: მოლდოვა, ანდორა, მალა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ამა წლის 13 დეკემბერს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპი კი 2025 წლის მარტში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოდიში და მე- 5 კალათაში ქვეყანა წერია მალა და რა არის ეს?
კახა
13:54 21-11-2024
0
იტალია, უელსი, საქართველო, კოსოვო, ანდორა
ხუთიდან ერთმა გამისხა
13:51 21-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული