Calciomercato: "ნაპოლის" მომავალი ტრანსფერები ოსიმენიდან "კვარამდე" და დი ლორენცომდე - რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?"

AutoSharing Option
Calciomercato ზაფხულში „ნაპოლიში“ რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს:

„ნაპოლის“ ყველა ტრანსფერი ოსიმენიდან „კვარამდე“ და დი ლორენცომდე - რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?

„ეს დიდი სატრანსფერო ცვლილებების ზაფხული იქნება, რომელშიც წინა პლანზე „ნაპოლი“ გამოვა. ბევრი აუცილებლობის გამო წავა, რათა იმედგამაცრუებელი სეზონი უკან მოიტოვონ; ზოგიერთს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება. რამდენიმე თვის წინ არსებული ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ხელშეუხებელი აღარავინაა. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც სხვებზე მეტად ახლოს არიან გუნდის დატოვებასთან.

პირველი, ვისაც დაემშვიდობებიან, ზელინსკია, რაც უკვე კარგა ხანია ცნობილია. „ნაპოლიში“ გატარებული რვა წლის თავზე პოლონელთან
თანამშრომლობა სრულდება და ის „ინტერს“ მიაშურებს. მომდევნო ოსიმენია, რომელთანაც განახლებულ ხელშეკრულებაში ჩადებული გამოსასყიდი ფასის მიხედვით, დე ლაურენტისი სარეკორდო, 130 მილიონ ევროს მიიღებს. ნიგერიელი პსჟ-ში გადავა. რაღაც დაცვის ხაზშიც შეიცვლება. ოსტიგორი გასაყიდთა სიაში მოხვდება და კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონით შეივსება, ნათანს კი გაანათხოვრებენ.

ბევრი რამ გაურკვეველია, რამეთუ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, არავინ არაა ხელშეუხებელი. პირველ რიგში, ეს კვარაცხელიას და ლობოტკას ეხება. ამასთან, დე ლაურენტისს არ სურს თავისი საკვანძო ფეხბურთელების გარეშე დარჩენა. ყურადღების მიქცევას საჭიროებს მეკარეთა საკითხი. მერეტი „რომასა“ და სხვა გუნდების თვალთახედვის არეშია და გასხვისების შემთხვევაში, აურელიო 10-12 მილიონს მოითხოვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრისას დამატებულმა დენდონკერმა და ტრაორემ თავი ვერ წარმოაჩინეს და იჯარის დასრულებისთანვე პრემიერლიგაში დაბრუნდებიან. აი, ლინდსტრიომი კი, ინვესტიციისა და მოლოდინის გათვალისწინებით, ნამდვილი იმედგაცრუებაა. მან შეიძლება ბედი სხვაგან სცადოს, არაა გამორიცხული, იჯარით. ისევე როგორც კაიუსტემ, რომელმაც ნახევარდაცვას ვერაფერი შესძინა.

ეჭვს იწვევს ოსიმენის დუბლიორების, რასპადორის და სიმეონეს საკითხი. „ჩოლიტოს“ მეორე ან მესამე თავდამსხმელად უწევდა ყოფნა, თამაში უნდა და 20 მილიონად მისი გაყიდვა ურიგო გარიგება არ იქნება (ლაციო ყურადღებით აკვირდება). სრულიად სხვა სიტუაციაა რასპადორისთან დაკავშირებით, რომელსაც შეეცდებიან, ახალი მწვრთნელის ხელში შემადგენლობაში ადგილი მოუნახონ.

ვინც არ გაიყიდება - „ჩემი ფეხბურთელები მომავალ წელს გუნდში დარჩებიან“, - განაცხადა ცნობილმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ. მისი კლიენტები დი ლორენცო, მარიო რუი, პოლიტანო, ფოლორუნშო და გაეტანო არიან. სავარაუდოდ, პირველ სამს დარჩენის შანსი აქვს. „ვერონაში“ იჯარის წესით გატარებული კარგი სეზონიდან გამომდინარე, ფოლორუნშომ ნახევარდაცვა უნდა გააძლიეროს. 23 წლის გაეტანომ „კალიარიში“ პროგრესი განიცადა და მის დაბრუნების და გამოყენების შესაძლებლობას ახალი მწვრთნელი გადაწყვეტს“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ 30 წელია რაც ქართველებმა ბევრი ტანჯვისა და სისხლის, დამცირებისა და ოხვრის, უსამართლობის,მაგრამ შრომისა და ბრძოლის შედეგად საკუთარი სახელმწიფო აღვიდგინეთ. ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის. ამ საქმეში ჩვენი ერის საუკეთესო წარმომადგენელთა ღვაწლი მნიშვნელოვანია. ისინი ვისაც საქართველოს სახელს უხვეჭენ და ცნობადობას, ინტერესს ზრდიან ქვეყნის მიმართ, დასაფასებელია ყველა შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანაზე იოტისოდენა გული შეგტკივა. შეიძლება ხვიჩას მიმართ გარკვეულ პერიოდებში რაღაც პრეტენზიები მავანს გააჩნდეს, მაგრამ ფეხბურთით სულ მცირედით დაინტერესებული ნებისმიერი ეროვნების გულშემატკივარი მის თამაშს "ფაფხურად" ვერ აღიქვამს. ფაქტია რომ აქ ფეხბურთი, ხვიჩა და საქართველო არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ავადმყოფურ გულგრილობას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნასაზრდოები. სხვათაშორის ყველა ერში არსებობენ ლუზერები, რომელთათვის თავიათი წარუმატებლობა იმდენად მტკივნეულია, რომ სხვისთვის ძვირფასი თემების ტალახში მოსვრა გარკვეულ შვებას ჰგვრით. 90-იანები ჩემი ახალგაზრდობის წლები იყო. მაშინ ასეთ საქციელს ღიად ვერავინ გაბედავდა, შეიძლება სიცოცხლესაც კი გამოსალმებოდა. შემდეგმა წლებმა აჩვენა რომ საბოლოოდ იმ მიდგომამაც არ მოგვიტანა კარგი. ყველაზე დიდი რასაც ამ წლებში ყველამ ერთად მივაღწიეთ, ის მგონია რომ მოთმინება ვისწავლეთ. ამ შემთხვევაზე არ ვამბობ, მაგრამ ნამდვილი არაკეთილმოსურნეს საუბედუროდ, გადაწყვეტილებას ემოციებზე აღარ ვიღებთ, მიუღებელი აზრის ატანაც შეგვიძლია უკვე. ასე რომ ამ მხრივ ტრენინგისთვის რაღაც სასიკეთოც კი შეიძლება აღმოაჩინო. ჯამში მოთმენა და ატანა ხომ ერთერთი ფუძემდებლური მცნებებია ქრისტიანობის და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობების.
ამატაკი
26 აპრილი 2024 00:39
0
Ფაფხურას გაყიდვაში(ვინმემ თუ იყიდა) რამდენს მიიღებს?
Ისე თუ ფაფხურას გაყიდვა უნდა ევროპის ჩემპიონატამდე გაყიდოს თორე გაიაფდება ფაფხურა 80 მილიონით
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
25 აპრილი 2024 07:37
67
როგორ ბოდავ და ვერ ხვდები... მაგ შხამში არ ჩაიხრჩო...
გიორგი
25 აპრილი 2024 11:54
4
ასეთი ხალხის ხელით უნდათ საზოგადოებაში უთანხმოების შემოტანა, ასეთი კომენტარებით, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით და დაპირისპირებიტ კეთდება დმპყრობელი ქვეყნების საქმე, დამიჯერეთ ხალხო, ხომ თითქოს კომენტარია და უმნიშვნელოა, სინამდვილეში სერგო ორჯონიკიძისეული საქმეა. არ აყვეთ ერთმანეთის ლანძღვას
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"-ს
25 აპრილი 2024 10:42
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული