"კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც "პარტენოპეის" ფორმა 62 შეხვედრაში მოურგია, განაცხადა, რომ კვარაცხელიას მარადონასთან, ხოლო ოსიმენის ვან ბასტენთან შედარება ნაჩქარევი იყო.

"სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავიანთი საყვარელი "ნაპოლი" არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა.

ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად შევადარეთ კვარაცხელია მარადონას და ოსიმენი ვან ბასტენს... ბალანსი ყოველთვის საჭიროა", - თქვა ფლორო ფლორესმა OttoChannel-16-თან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 60 /
Ასი რუსული ოქრო იმას ვინც შენი კომენტარი თავიდან ბოლომდე წაიკითხა
Არა რუსულ ოქროს!!!
სოსოს-ს
26 აპრილი 2024 12:11
2
რომ წაგეკითხა,რაღაცას მაინც გაიგებდი.უსაშველო ხარ.წყევლაა,არცა იცოდე და არც სხვას მოუსმინოვო.მხოლოდ ფურთხება გამოგდის კარგად და ისევ მაგას მიაწექი.
სოსო
28 აპრილი 2024 20:12
0
სექტა კვარადონა,ისევ გიცანი.რომ წაგეკითხა,რაღაცას გაიგებდი და შესაძლოა ის ასი ოქრო, ჩემთვ ისაც გადაგეხადა,მაგრამ არ გაქვს წესად კითხვა და სწავლა.ამ დროს საშველი არ გაქვს.
სოსო
27 აპრილი 2024 00:19
0
Დავით ძმაო ამათ რაც მეტს ეუბნები სექტა ხარო უფრო ღრმად ეფლობიან.საერთოდ ასეთ ხალხს არ უნდა შეეწინაღმდეგო,პირიქით დაუყვაო უნდა,უთხარი კი გენაცვალე,ხო გენაცვალე,მართალი ხარ. Თორე ესენი ცოტა ხანში აგრესიულებიც გახდებიან
დავითის
26 აპრილი 2024 12:10
3
შესანიშნავია
დავითი
26 აპრილი 2024 11:27
2
ნაადრევი აჟიოტაჟია ამ ბიჭზე ამტყდარი, ჯერ ვაცალოთ, ახლადგამოჩეკილია ეს ყველაფერი, კარგია,კარგად თამაშობს მაგრამ ჯერ მის მაქსიმუმზე არ გასულა.
ნიკა რაგუა
26 აპრილი 2024 09:49
2
იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რატომაა ნაადრევი აჟიოტაჟი?რა თქმა უნდა ყურადღება მიიქცია და მასზე ხშირად წერენ.რა თქმა უნდა მაქსიმუმზე ჯერ არ გასულა.კიდევ მოუმატებს და ეს,გუნდისათვის უფრო სასარგებლოდ გახდომა იქნება,თორემ პირველად რომ იყო,მუდმივი დრიბლინგები,ეგ თანდათან მოიკლებს.ხშირად პასი უფრო მეტს აკეთებს,ვიდრე რამდენიმე კაცის მოტყუება.ბალანსის პოვნაა საჭირო და ამას ვგულისხმობ.უკვე დღესაც,ხვიჩა, პასით გაცილებით ხშირად თამაშობს.ტრავმის საფრთხეც მცირდება და ეფექტიც უკეთესია.მთავარია პარტნიორი მოგყვეს.
სოსო
26 აპრილი 2024 12:56
3
საიტს ჩავყევი და ჯერ კიდევ 2023 წლის 31 მარტს,დე ლაურენტისმა განაცხადა:რა ახალ კონტრაქტზე ლაპარაკობთ,კვარას კონტრაქტი,ისედაც 2027 წლამდე აქვსო,დადებული!ახალ თანამშრომელს რომ იღებს,ხელმძღვანელი ეუბნება,დასაწყისისათვის ეს ხელფასი იკმარე,მერე კი ვნახავთ,რა შეგიძლია და ხელფასსაც ამის მიხედვით მოგცემთო.მარტის ბოლოს,კვარას ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა ჩემპიონობაც და საუკეთესო ფეხბურთელობაც.უკვე სამჯერ იყო დასახელებული,თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მაინც რა ხელფასის მომატებაზე მელაპარაკებითო,დე ლაურენტისმა.აგერ,მუჭში მყავსო,ბიჭი!კვარას მშრალი სეზონიც,ამის შემდეგ დაიწყო.მიხვდა რომ კაკო ყაჩაღის ცუდი ბატონის ხელში აღმოჩნდა."ცუდი რამ იყო,ჩვენი ბატონი.ერთი აჯამი,გულქვა,რეგვენი!"კვარას,ჩემი საკუთრება ხარ,ეგდე მანდ და იმუშავეო!ზელინსკის,ჩემპიონობის ერთერთ შემოქმედს,ხელფასი უნდა შეიმცირო,სტადიონის ასაგებად,ბევრი ფული მჭირდებაო!სპალეტის,გუნდის გაძლიერებას არ ვაპირებო!ერთი სიტყვით,თავი რომაელ მონათმფლობელად წარმოიდგინა,რომელიც მათრახის შიშით აიძულებს მონებს,უფრო მეტი იშრომონ და ის გაამდიდრონ.ჯუნტოლი წაუვიდა.სპალეტი გაეპარა.ლოსანომ თავს უშველა,რადგან მის ადგილზე,პოლიტანოც ჰყავდა.კიმიც გაყიდა,რადგან კარგი ფული შეაძლიეს.სხვებმა კი,მოტივაცია დაკარგეს.ისტორიულად,მონათმფლობელური წყობილება,ყველაზე დაბალი მწარმოებლურობით ხასიათდება,რადგან მონას,არავითარი სტიმული არა აქვს,უკეთესად იმუშაოს.სამაგიეროდ დე ლაურენტის ძალიანაც მოეწონა,მონების პურის ჭამის ფასად,დიდი ფულის შოვნა.ეგონა სულ ასე იქნებოდა,მაგრამ ამ სეზონმა დაარწმუნა,ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის და წასულ გაქცეულების ჩამნაცვლებლად მოყვანილმა ახალმა მონებმა,მოლოდინი ვერ გაუმართლეს.წყობა უნდა შეიცვალოს!მომდევნო საზოგადოებრივი წყობა,პატრონ ყმობაა!ხვიჩას 3 მილიონს შესთავაზებს და მონობის შემდეგ,მანაც სიხარულით უნდა იხტუნოს,თანაც უარს თუ იტყვის,როზგებიც აქვს,გადანახული.ამის შემდეგ,კლასიკური ბატონ ყმობაა და უკვე შემდეგ მოდის კაპიტალიზმი,განვითარების თავისი საფეხურებით.დანარჩენ ევროპაში,განვითარებული,გლობალური კაპიტალიზმის ეპოქაა და არქაული დე ლაურენტისი,სანამ ამ საფეხურების გამოტოვების აუცილებლობას გააცნობიერებს,კიდევ კაი ხანი გავა.ეგეც საკითხავია,აცნობიერებს,ან გააცნობიერებს საერთოდ?სანამ მანდ არის,გამორიცხულია კვარამ სრული შესაძლებლობები გამოამჟღავნოს.საამისოდ სრული თავისუფლებაა საჭირო.ნაპოლის ფეხზე დადგომაც გამორიცხული მგონია,დე ლაურენტისის ხელში,რადგან 75 წელს გადაცდენილი ადამიანის შეცვლა,მით უფრო უკეთესობისაკენ,თითქმის გამორიცხულია.მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლამ შეიძლება გამოაჩინოს ახალი შესაძლებლობები,ნაპოლისათვის.
რაც შეეხება მარადონას,ის მხოლოდ 26 წლისა მოგვევლინა არგენტინელთა ნამდვილ ლიდერად.მანამდე კი,18 წლისა,არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი,მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს,ფსიქოლოგიურად მზად არ არისო.22 წლისა უკვე ათამაშეს,მაგრამ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო და გაძევებით დაასრულა ჩემპიონატი.მხოლოდ 26 წლისა მოგვევლინა,ნაკრების ნამდვილ ლიდერად და ბელადად.ჩვენ კი,ჯერ 19 წლის ჩაკვეს დავაკისრეთ,ეს მოვალეობა,შემდეგ კი,მისი ტრავმის შემდეგ,ასევე 19 წლის კვარაცხელიას.არც გვიკითხავს,არიან თუ არა მზად,საამისოდ?ჯერ ჩაკვე წაიქცა,დიდი ტვირთის და დატვირთვების ქვეშ,ჰო,მანამდე,ლევან ყენია და ჯანო ანანიძე გვყავდა,მთელი ქვეყნის ტვირთი რომ ავკიდეთ,ჯერ კიდევ მოზარდებს და რომლებიც ასევე დიდი დატვირთვების გამო იმდენ მძიმე ტრავმას გადაეყარნენ,რომ ნამდვილი ფეხბურთი,ფაქტობრივად ვეღარც ითამაშეს.ჩვენი ბრალია და ჩვენ შევჭამეთ,ეს ბიჭები.ნაკრები გაჭირვებაშია,წუმპეშიაო ჩაფლული.შევაბით ეს ბიჭები უღელში და დავაყარეთ სახრე,გასწიე და ამოათრიეო ურემი.იმდენი ვურტყით,დავარდნენ ჯერ ლევანი და მერე ჯანო.ჩაკვეც დავარდა,მაგრამ კარგი მომვლელი გამოუჩნდა და თანდათანობით ფეხზე დგება,მაგდანას ლურჯასავით.ამავე დროს,კვარაც წამოესწრო და ჩაკვეს ერთბაშად აღარ მოუწია ნაკრების მთელი ტვირთის კვლავ მარტოდ გათრევა,რაც საბოლოოდ დაანგრევდა,მის კარიერას.კვარა ჯერ 23 წლისაა.მარადონა,26 წლისა გახდა,ნაკრების ნამდვილი ლიდერი.ყიფიანიც დიდი ტალანტი იყო,მაგრამ დინამოს ლიდერი,ისიც დაახლოებით მაგ ასაკში გახდა.ისევე როგორც ვიტალი დარასელია,26 წლისა დაიღუპა და ის მოიაზრებოდა,ყიფიანის შემდგომი დინამოს ლიდერად.სამწუხაროდ არ დასცალდა,დინამოს ახალგაზრდა ტალანტები კი,რომლებიც ჯერ ყიფიანის,შემდეგ კი,დარასელიას ფრთების ქვეშ უნდა დაფრთიანებულიყვნენ და გამოზრდილიყვნენ ახალ ლიდერებად,ამ უდიდესი ფსიქოლოგიური ტვირთის ქვეშ,ვეღარ გაიზარდნენ და ვეღარ მიაღწიეს,მათი წინამორბედების დონეს.
ტალანტებს,დიდი მოთმინებით გამოზრდა უნდა,რომ იმას მიაღწიონ,რისი პოტენციური შესაძლებლობა აქვთ.ჩვენ რას ვაკეთებთ?გამეტებით ვურტყამთ თავში,ადექი და გასწიე,თანაც ისე,მე რომ მინდა,სხვანაირად არაფერი გაბედო,თორემ თავზე კეტს გადაგამტვრევო!ჩაკვეს და კვარას გვერდით,სხვა ტალანტებიც იწყებენ თანდათანობით ნათებას,ჩვენც ოპერატიულად შევამჩნიეთ ისინი და ახლა მათთვის მოვიმარჯვეთ,აპეურები.შეებით უღელში და ისე მოიქეცით,ჩვენ რომ გვინდა,თორემ სახრეები კონებად მაქვს შეკრული და სულ ზურგზე გადაგამტვრევო.ჩვენც არა ნაკლებად ავი ბატონები გამოვდივართ,ვიდრე დე ლავრენტისი,ან კაკო ყაჩაღის მამის ბატონი იყო.არ შეიძლება ნაკრების ფეხბურთელებზე ამდენი და ასერ ბინძური ზეწოლა,თორემ ჩემპიონატის დაწყებამდე გატყდებიან და ვერაფერ ხეირიანს ვერ გვიჩვენებენ.მერე?მერე ისევ მათ დავაყრით ქვასა და ღორღს,ვიცოდით,რომ ასე იქნებოდაო!იმას არავინ იტყვის,ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი,რომ ასე ყოფილიყოვო.არადა მართლაც ყველაფერს ვაკეთებთ,რომ ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშოს.შევეშვათ ხალხო,ამ ბიჭებს.დავაცადოთ წყნარად მომზადება.ნუ გადავაყოლებთ ჩვენ უტვინო ამბიციებს.ჯერ ერთი,არც ერთ მათგანს,არაფერი უთქვამს ისეთი,რასაც აბრალებთ და თუნდაც ეთქვათ,სრული უფლება აქვთ,საკუთარი აზრი ჰქონდეთ და ის გამოთქვან.ყველას აქვს ამისი უფლება.თუ ქვეყანას ერთგულად ემსახურებიან,მათ პოლიტიკურ სიმპათიებს რა მნიშვნელობა აქვს?დემოკრატიაზე გავკივით ყველა და დემოკრატია ხომ განსხვავებული აზრის დაშვებას და თანაარსებობას გულისხმობს?!ძველი ანეგდოტია:"სტალინს ჰკითხა რუზველტმა,დემოკრატიაზე რა აზრისა ხარო და სტალინმა უპასუხა:ორი აზრი არ არსებობს,დემოკრატია კარგიაო!"ჩვენც სტალინივით მხოლოდ ჩვენი აზრი მიგვაჩნია დემოკრატიად სხვისი აზრის პატივისცემა არ შეგვიძლია.რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ ევროპა,ევროპაო,გამოდის რომ ეს მოყვირალები,ორივე ფეხით საბჭოთა კავსირში არიან ჩაფლულ ჩარჩენილები.ამიტომ ისმის ამდენი "დამპალი ევროპა!ღრუსეთუმე ქართველი,რუსული კანონი,ღრუზინი" და სხვა.სანამ ასე ვიქნებით,არც ევროპა მიგვიღებს,როგორც მათ თანასწორს და მუდამ ოროსანი ბავშვივით თავჩაღუნულს მოგვიწევს მათი საყვედურების(ხშირად უსამართლო) მოსმენა.მხოლოდ ღირსეულად ვინც იქცევა,მას იღებენ,ღირსეულად.
რაც შეეხება მარადონას თემას.ხვიჩას არ უთხოვია,მოეწონათ ნეაპოლელებს,მისი თამაში,გვარშიც მსგავსება დაიჭირეს და დაარქვეს კვარადონა.ნებისმიერ ადამიანს,გამოცვლის სახელს,მისი სურვილის გარეშე არქმევენ და შენი სურვილით არავინ გადაგარქმევს..ეს მათი ნებაა!კვარაცხელია კი,კვარაცხელიაა და არავისთან შედარება არ სჭირდება.კიდევ ვნახავთ მის ბრწყინვალე თამაშებს და თვითონ მასთან დაიწყებენ სხვა ტალანტების შედარებას,ძალიან მალე.ის რეკორდსმენია!ტოპ ლიგაში პირველივე სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს და სეზონში,სამჯერ გახდა,თვის საუკეთესო ფეხბურთელი!ასე რომ მზად იყავით.მასთან და მის შედეგებთან შედარებას,აუცილებლად გაიგებთ.
სოსო
26 აპრილი 2024 08:44
15
ბადრი,ჯერ ერთი,იქაც ხშირად იღებენ,მძიმე ტრავმებს და მეორე,იქ და აქ ცხოვრების პირობები ერთია?აგერ მესი,არგენტინიდან წამოიყვანეს პატარა ბავშვი,რომ სრულფასოვნად გაეზარდათ და სიმაღლეშიც გაზრდილიყო.სრულფასოვანი კვების და კვალიფიციური მწვრთნელის გარეშე,სხეულის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.დატვირთვებიც დოზირებულად უნდა გაიზარდოს და ასაკის მიხედვით სხვადასხვა უნარების განვითარებას სხვადასხვა პერიოდი აქვს.ამის დანერგვა,მხოლოდ ახლა დაიწყო,საქართველოში.ბოლო წლებში.ესპანეთ საფრანგეთში კი,ეს ყველაფერი მეცნიერებამდეა აყვანილი.ლევან ყენია მახსოვს,ჯერ კიდევ ბავშვი,მადრიდის ატლეტიკოში გაუშვეს სტაჟირებაზე და მითხრეს,არასწორად დარბიხარო,თვითონვე თქვა სატელევიზიო გადაცემაში.მძლეოსნობის მწვრთნელებიც არ გვყავს,სწორად სირბილი რომ ასწავლონ,ბავშვებს.ხელოვნური და უხარისხო სათამაშო მინდორიც დაუმატე და ზრდასრულ ასაკთან ჩვენი ბავშვები,უკვე ნახევრად ინვალიდები მიდიან.ეს წინადადება,რომელიღაცა ქართველი მწვრთნელის ნათქვამია და მე არ მომიგონია.თუ ფეხი,ან ხელი არ მოსტეხეს,სახსრის,ან მყესების ტრავმა,ძირითადად მის არასწორი,ან გადამეტებული დატვირთვის ბრალია.როდესაც თუნდაც გულს,ძალიან დიდ დატვირთებს აძლევ,რომლისთვისაც სხეული მზად არ არის,ორგანიზმი თავისი დაცვითი რეაქციით,ტვინის და გულის დაცვის მიზნით,სხვა,სიცოცხლისათვის არა საშიში ორგანოს სერიოზული ტრავმით პასუხობს,რომ დატვირთვა,იძულებით შეაჩერო.როცა სირბილით იტვირთები,ფეხის მყესების დაზიანება გაიძულებს,შეჩერდე.ესეც მოსმენილი მაქვს და ჩემობას არ დავიჩემებ.საქართველოში ბავშვებისაგან თავიდანვე გამარჯვებებს ვითხოვთ,ევროპაში კი,საბოლოო შედეგზე აქვთ აქცენტი აღებული და ამიტომაა,ქართველები,ასაკობრივ ნაკრებებში რომ ვჯაბნიდით,მოზრდილობაში გადასული ის უცხოელი სპორტსმენები,უკვე აქეთ გვჯობნიან.
სოსო
26 აპრილი 2024 12:38
2
არ გაგიტყდეს,ძირითადად აბსურდი გიწერია.რა ტვირთი ავკიდეთ რის ტვირთი ავკიდეთ.16-17 წლის ბავშვები რა ფეხბურთს თამაშობენ გინდ ესპანეთში გინდ საფრანგეთში,მერე შეადარე ჩვენი ფეხბურთელები.გამძლეობაში იქნება ფიზიკურ მომზადებაში თუ ტექნიკაში.
ბადრი
26 აპრილი 2024 09:46
5
40 წლის რონალდო,რომელმაც ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა,გუნდური თუ ინდივიდუალური,წავიდა საუდის არაბეთში და როგორი ენთუზიაზმით უდგება საკუთარ საქმეს,როგორ თამაშობს,რა მონდომებით ვარჯიშობს.თურმე 23 წლის ბიჭს მოტივაცია აღარ აქვს,თან ხელფასი უნდა ასტრონომიული,თან გრანდმა უნდა იყიდოს და 100 მილიონი გადაიხადოს,ეგ ხომ ზღაპარია)) სასწაული რა.ვისაც ეგ მიზეზები გაქვთ კვარაცხელიას თAმაშიდან გამომდინარე არ გაგიტყდეთ მაგრამ სექტა ხართ.მხოლოდ დიდი შრომით და მონდომებით მიიღწევა მწერვალი,შენ იარო და თან მწერვალზე ასვლა გინდოდეს ეგრე არ ხდება.
დავითი
26 აპრილი 2024 08:12
9
Სულ ჩემი მზის მადლი გფარავდეს შენ სადროს და ა.შ.
სოსოს-ს
26 აპრილი 2024 08:02
2
ისევ სექტა კვარადონა.საკუთარ მზეზე მჯდარი და საკუთარი მზის სხივებში მობანავე სექტა კვარადონა.მაგაზე შორს ვერ მიდის შენი გონება.
სოსო
27 აპრილი 2024 00:28
0
ხვიჭა ევროპაზე აფეთქდება, იცის რო შანსი ნაკლებიაქ ნაპოლის ევროტურნირებზე და თვითონაც აღარ იხარჯებ ბოლომდე.
ბაჩო
26 აპრილი 2024 06:47
4
Რაო?????
Ბაჩო-ს
26 აპრილი 2024 12:05
2
მეასეჯერ გავიმეორებ.ფრანგები ამბობენ.შერ,შელა,ფამ.ეძებე ქალი.როგორც კი ქალი გამოჩნდა იქიდან დაიწყო უკუსვლა თორემ მთელი მსოფლიო ელოდებოდა ახალი ბრწყინვალე ვარსკვლავის დაბადებას.მაგარი გულდაწყვეტილი ვარ რომ თავდადებული ვარჯიში რომ გაეგრძელებინა რამდენ სიხარულს მოგვიტანდა ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივრებს.უკვე იმედი დავკარგე რომ ისევ ვიხილავ კვარადონას.
ასეა ეს
25 აპრილი 2024 21:57
28
ის მაინც გაიგე,როგორ იწერება.სამ სიტყვაში,ორი შეცდომაა.ყურმოკრულს იმეორებ და ვერც ხვდები,სისულელეს რომ ამტკიცებ.ამ შემთხვევისათვის არ არის,ეგ გამოთქმა.
.
28 აპრილი 2024 20:07
0
ქალი რა შუაშია?ევროპელი ფეხბურთელების უმრავლესობას ისეთი ქალები ყავთ კვარაცხელიას არც დასიზმრებია,კი თამაშობენ ფეხბურთს უმაღლეს დონეზე.
ყოფილი კომუნისტი
26 აპრილი 2024 08:28
2
ხვიჩა ქართველებისთვის მარადონაცაა, პელეც, ყიფიანიც, დარასელიაც, იმიტომ რომ ქართველი გულშემატკივარი დააბრუნა და დასვა სტადიონზე. გაავსო სტადიონები, ბათუმში თბილისში, ევროპაში სკუდეტო მოაგებია ნაპოლის, იქნება ჩაიხრჩოთ ბოღმაში. წინ ხვიჩა, იმდენი სიხარული მომანიჭე ფეხბურთის თამაშით, ასე მგონია ჩემი ფეხბურთელი ძმა გამიცოცხლე, ვწუხვარ რომ შენს ლამაზ თამაშს ვერ მოესწრო. არ მიაქციო ყურადღება არავის, ამ ბოლო თამაშზე ვიცი რომ ჯანმრთელად ვერ იყავი. მიყვარხარ, ის ემოცია დამიბრუნე რაც თბილისის დინამოს გამარჯვების დროს მქონდა.
ლალუკა
25 აპრილი 2024 21:29
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული