კიტეიშვილის "შტურმი" ფრეს დასჯერდა, მაგრამ ოქროს დუბლის შტურმზე წავიდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ზალცბურგს“ დაუზავდა - 2:2.

„შტურმი“ პრასის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ "ზალცბურგმა" თამაშში გარდატეხის შეტანა მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ მოახერხა. ქართველის თამაში Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Flashscore-მ კი 6.8-ით.

3 ტურით ადრე „შტურმი“ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს, მეოთხე საჩემპიონო ტიტულთან ახლოსაა და თასის მოპოვებაც შეუძლია.

გრაცული გუნდი 1-ელ მაისს თასის ფინალში
„რაპიდს“ შეხვდება, ხოლო 5 მაისს ჩემპიონატის მორიგ ტურში „ჰარტბერგს“ დაუხვდება.

ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“

ზალცბურგი - შტურმი 2:2
გოლები: 0:1 პრასი (1), 0:2 პრასი (34), 1:2 ნენე (72), 2:2 კონატე (82)

მკითხველის კომენტარები / 1 /
შტურმმა შეტევაზე უარი თქვა და ბოლო 20 წუთი,მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.შედეგად,მეკარის კარგი თამაში რომ არა,წააგებდნენ.ბოლოს,საჯარიმოდანაც ვეღარ გამოდიოდნენ.მესამე გოლიც გაუშვეს,მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და კიდევ უამრავი სახიFათო მომენტი შეიქმნა, მათ კართან.
სოსო
23:39 28-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული