ხვიჩას მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" "რომასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველი სახიფათო მომენტი 21-ე წუთზე შექმნეს, როდესაც პოლიტანოს პასით დი ლორენცო საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მეკარე სვილარმა არ გაატანინა. შემდეგ მან ოსიმენის დარტყმული ბურთი მოიგერია, ცოტა ხანში კი გატანა პირისპირ გასულ ანგისასაც არ დაანება. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი რიკოშეტით ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო მორიგი შეტევისას ქართველის დარტყმული მეკარემ მოიგერია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ საჯარიმოდან „კვარას“ ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ ვერ გადაგზავნა კარში.

ნეაპოლელთა დომინირება მეორე
ტაიმში გაგრძელდა, პოლიტანომ ვერ გაიტანა და სრულიად ალოგიკური გოლი გაუშვეს - ჟუან ჟეზუსმა საჯარიმოში აზმუნი წააქცია და პენალტით სტუმრები დიბალამ დააწინაურა. თუმცა, მალე ოლივეირამ კრისტენსენისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. თამაში კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა, ოსიმენის თავური კარს ასცდა, პელეგრინის მეკარე მერეტმა არ გაატანინა. მწვრთნელმა კალცონამ კაიუსტე და პოლიტანო ტრაორეთი და ნგონჟით შეცვალა. ოსიმენის ჩაწოდებული ბურთის გატანა კვარაცხელიამ ვერ შეძლო, ერთი ერთზე გასული ოსიმენის დარტყმული სვილარმა მოიგერია. მე-50 წუთზე ხვიჩა საჯარიმოში რენატომ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ოსიმენმა გამოიყენა. ხვიჩას ნაცვლად მოედანზე 86-ე წუთზე რასპადორი შევიდა, ხოლო აბრაჰამმა ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლი“ 50 ქულით მერვე ადგილზეა და 6 მაისს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - რომა 2:2
გოლები: 0:1 დიბალა (59, პენ), 1:1 ოლივეირა (64), 2:1 ოსიმენი (84, პენ), 2:2 აბრაჰამი (88)

altდერბი დელ სოლე - კვარაცხელია დღეს მიქაუტაძის დაწყებულს დაასრულებს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ფეხბურთელებს 1 წლის განმავლობაში რომ 4 მწვრტნელთან მოუწევთ მუშაობა, იქ გუნდი ვერ შეიკვრება, მითუმეტეს ჩემპიონობის შემდეგ და ყველა მომდევნო მწვრთნელი წინაზე დაბალი კვალიფიკაციის რომ არის. თუნდაც გარსია ბოლომდე დაეტოვებინა, ამაზე ცუდი შედეგი ნამდვილად არ ექნებოდა და გუნდიც ცოტა მაინც შეიკვრებოდა.
5
Ერთი ახალი ფეხბურთელი რომ ვერ მოიყვანეს ვინც ახალ მუხტს შეიტანდა, კონკურენციას გაზრდიდა. 10 მილიონი ისეთ ფეხბურთელებში გადაიხადეს, შეიძლება ბათუმის დინამოს ძირითადში ვერ ითამაშონ და გამართლება რა შუაშია, რესურსი არაა გუნდში.
Ვისტი
22:26 28-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული