ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და კალცონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ეს სიტუაცია შეცვალოს. დე როსის "რომა", ჟოზე მოურინიოს გუნდისგან განსხვავებით, ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებს იმსახურებს. მათ "მილანს" აჯობეს და ევროპა ლიგის
გვახსოვს პირველი წრის დაპირისპირება, როცა მოურინიოსა და კვარაცხელიას შორის გადალაპარაკება შედგა. ის შეხვედრა რომაელებმა მოიგეს, არადა, ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. საჩემპიონო სეზონში მათ ოსიმენი "ერჩოდათ", რომელმაც ერთხელ "კვარას" კარგი პასის შემდეგ გაიტანა.
ვინ არიან? - "ნაპოლი" გამოცანას გვთავაზობს...
საკვანძო ფეხბურთელები
"ნაპოლი":
* ხვიჩა კვარაცხელიას სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს;
* ოსიმენს 13 გოლი აქვს (67 დარტყმაში) და 3 შედეგიანი პასი;
* მატეო პოლიტანო - 8 გოლი, 5 "ასისტი";
* ჯაკომო რასპადორი - 5 გოლი (56 დარტყმა) და 3 საგოლე პასი.
"რომა":
* პაულო დიბალა - 12 გოლი, 8 შედეგიანი პასი (ყველაზე პროდუქტიული გუნდში);
* რომელუ ლუკაკუ - 11 გოლი, 4 "ასისტი";
* ლორენცო პელეგრინი - 7 გოლი, 3 შედეგიანი პასი (გუნდის ძრავა);
* ლეანდრო პარედესი - 3 შედეგიანი დარტყმა, 5 საგოლე პასი.
სტატისტიკური მონაცემები:
* ტურის წინ "ნაპოლი" მეხუთე იყო სერია "ა"-ში გატანილი გოლებით - 50 (თამაშში 1.5), ხოლო "რომას" გაშვებული 39-ით (თამაშში 1.2) - მერვეზე.
* 33 მატჩში 59 გოლით რომაული კლუბი მესამეა (ტურის დაწყებამდე) ლიგაში, ნეაპოლელებმა კი 41 გაუშვეს (მე-11 საუკეთესო შედეგი).
ოლივერა მომჯობინდა, მაგრამ ტრავმა ზელინსკიმ მიიღო; მეორე მხარეს მატჩს ლუკაკუ გამოტოვებს (ნ'დუკასა და სმოლინგის თამაში საეჭვოა). პარედესსა და ლორენტეს დისკვალიფიკაცია აქვთ. შეხვედრის მთავარი არბიტრი სიმონე სოზა იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ნეაპოლელებს "ინტერთან" უმსაჯა და კარგი გამოხმაურება არ ჰქონია.
ტოპლიგებში ქართველების სხვა მატჩები - ქართველების დღე საფრანგეთიდან დაიწყება, გიორგი მიქაუტაძისა (ბოლო ორ ტურში 3 გოლით გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა, მაგრამ "ლე ავრის" პსჟ-სთან ფრემ იქ დააბრუნა) და "მეცის" მორიგი ბრძოლა გადარჩენისთვის, "ლილთან" საკუთარ მოედანზე, გაგრძელდება - კვირას, 15:00 საათზე; გიორგი მამარდაშვილის სტუმრობა "ბარსელონასთან" (პირველ წრეში ფრედ ითამაშეს) ორშაბათს, 29 აპრილს, 23:00 საათზე და "ნაპოლის" მსგავსად, ბრძოლა შვიდეულისა და ევროსაგზურისთვის.
მატჩი 72-ე წუთიდან გაგრძელდა - "რომამ" "უდინეზეს" მოუგო [VIDEO]
როგორ მოემზადება კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატამდე - ქართველების მთავარი მატჩები
ბზობას გილოცავთ :)