მეკარეების შეცდომები - მამარდაშვილმა ტერ შტეგენზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს.

ანალიტიკურმა საიტებმა, ტრადიციულად, ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე, როგორც "ღამურების" ნახევარმცველმა უგო გილიამონმა.

Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი 7.6.

Sofascore: მამარდაშვილი 6.3, ტერ შტეგენი 6.2, გილიამონი 5.9, ლევანდოვსკი 9.3, დომენეკი 7.6.

Flashscore: მამარდაშვილი 6.5, ტერ შტეგენი 5.8, გილიამონი 5.3, ლევანდოვსკი 8.8, დომენეკი 5.5.

გაძევებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი შეუბერე გიო. შეცდომაზე სწავლობს ჭკვიანი კაცი. შენ რაც ბოლო ერთ წელში მოუმატე ტამაშს, აი ეგაა სასწაული. მალე კანივით ცოცხალ კედელზე გეთქვას უარი, გაიხარე გაგვახარე ჯიგაროოოოოოოოო...................
საბურთალო
30 აპრილი 2024 16:46
0
სწავლა ბრძოლით მიმდინარეობს, ამიტომ ხანდახანი შეცდომით არავინაა დაზღვეული. ისე კი ძალიან მაინტერესებდა როგორ გაუტანდა ლევანდოვსკი სამ ბურთს ჩვენს გიგანტს, არა მგონია ერთის მეტს რომ გაუტანდა, ანუ მამარდაშვილით სულ სხვა თამაში წავიდოდა მინდორზე, ხომ ნახეთ როგორ გაყავდა გარღვევაზე თავის ბიჭები, რომ ეყოჩაღათ ანგარიში პირველ ნახევარში სხვა უნდა ყოფილიყო.
ჟორა გაბრიჭიძე
30 აპრილი 2024 10:43
4
არაუშავს ხდება ხოლმე :) უშეცდომო მეკარე არ არსებობს ! წარმატებები ჩვენს გიგანტ მეკარეს,ნახეთ ხალხო როგორი გამამწვაებელი პასების გაკეთება უსწავლია ? რამოდენიმეჯერ გაიყვანა თავისი გრძელი პასით თანაგუნდელი მეკარესთან ერთი ერტზე
რობი
30 აპრილი 2024 10:03
4
უფრო ძლიერი დაბრუნდება❤️
Tete1234
30 აპრილი 2024 07:53
3
აშკარაა,რომ რუბენ ბარახა,ბევრს ავარჟიშებს გამოსვლებზე,ფეხით თამაშზე და გამამწვავებელ,გრძელ პასზე.ბარსელონას დაცვა მაღლა იყო ამოწეული და მამარდა,გრძელი პასებით,კონტრშეტევაზე უშვებდა,ვალენსიას სწრაფ შემტევებს,ორჯერ გააკეთა პრაქტიკულად საგოლე პასი,საიდანაც ერთი,პენალტით დასრულდა.გაძევების მომენტშიც,ბურთის მიღებაზე კი არა,წინ გაქცეული კაცის დანახვაზე ფიქრობდა და წამიერად,ბურთზე კონტროლი დაკარგა.რა თქმა უნდა სამწუხაროა,მაგრამ ესეც გასავლელი იყო.ვინც სწავლობს,ის შეცდომასაც უშვებს.არა მგონია,ბევრს ჰქონოდა ბარსელონადან ქულების წამოღების იმედი.ამიტომ რისკავდნენ და რაღაც მომენტში,რისკმა არ გაამართლა.სულ ესაა!
მე იმაზე უფრო მწყდება გული,რომ მამარდას შეუცვლელად თამაშის სარეკორდო სერია შეწყდა.
სოსო
30 აპრილი 2024 07:13
4

სიახლეები პოპულარული