"ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობს" - "ლაციოს" ყოფილმა მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ორსის თქმით, ქართველს მიმდინარე სეზონში ხშირად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი მისთვის გაუგებარია.

"რატომ არ აქვს "კვარას" იდეალური სეზონი? პირველ რიგში, ეს მისმა ხასიათმა განაპირობა. ასევე - იმან, რომ მეტოქეებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს. შეიძლება ეს "კვარასთვის" კარგიც იყოს, რათა მომდევნო სეზონს უკეთესად მომზადებული შეხვდეს. სიმართლე გითხრათ, რიგ მომენტებში ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა ორსიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით ყველა
ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინგერისთვის ყოველ მხრივ ნორმალური სეზონი აქ! (10 გოლი 8 ასისტი 2მოპოვებული პენალტი) და საერთოდ კიდევ კარგად ტამაშობს ასეთ გაუგებრობაში როგორიც მე 9 ადგილოსანი ნაპოლია! ტანაც ბიჭმა უკვე 4 მმწვრთნელი გამოიცვალა, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს კი სტაბილური გარემო კარგი მწვრთნელი უნდა! გაიხსენეთ ვინ იყო ვინისიუსი ანჩელოტის მისვლამდე?
რობი
19:43 03-05-2024
5
მართლა რას ნერვიულობს რა იკაიფე იმით რაც გაქვს, მიბაძე ლეაოს იგებს აგებს, გააქ ვერ გააქ მაინც იკრიჭება, დ
ეეე
20:52 03-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული