დავითაშვილის მეშვიდე გოლი და "ბორდოს" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „აიაჩო“ 4:0 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში პედრო დიასმა გახსნა, 28-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი. „ბორდო“ მეორე ტაიმშიც ფლობდა უპირატესობას, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა flashscore-მ 7.6 ქულით შაფასა, ხოლო sofascore-მ 7.4-ით. ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 35 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ჟირონდული გუნდი 47 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად „კონკარნოს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“

ბორდო - აიაჩო 4:0
გოლები: 1:0
დიასი (6), 2:0 დავითაშვილი (28), 3:0 ბარბე (87, პენ), 4:0 ნსიმბა (90+1)

altზურიკოს "ბორდო" სტუმრად "ლავალთან" 0:1 დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად ითამაშეს.
სოსო
10:22 04-05-2024
0

სიახლეები პოპულარული