სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, "რენმა" მალე ანგარიში გაათანაბრა.
მიქაუტაძის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.