მიქაუტაძის გოლი, საგოლე გადაცემა, გაძევება და "მეცის" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „რენთან“ 2:3 დამარცხდა.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარე მანდანდას ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. "რენმა" მალე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მიქაუტაძის პასით დიალომ მასპინძლები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 69-ე წუთზე გიორგიმ დიალო მანდანდას პირისპირ შეჰყარა, რომლის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ტეატემ გამოიტანა. საპასუხო იერიშისას „რენმა“ პენალტი მოიპოვა და ბურიჟომ ანგარიში გაათანაბრა. „მეცი“ შტურმზე გადავიდა, კონტრშეტევისას გოლი
გაუშვა, ბოლოს კალიმუენდოსთან შეჯახების გამო მიქაუტაძე მსაჯმა გააძევა და შეხვედრაც დასრულდა.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.9, whoscored. 7.0, Flashscore 6.8.

„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 12 მაისს გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩს ქართველი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - რენი 2:3
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (17), 1:1 გუირი (17), 2:1 დიალო (45), 2:2 ბურიჟო (73, პენ), 2:3 კალიმუენდო (90:3)
გაძევება: მიქაუტაძე (90+5, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
სანახავად რომ წაავიდა,დარწმუნებული ვიყავი,მსაჯი წითელს გააუქმებდა.დაცვა ჰყავს,საშინელი და ამ გაძევებამ,პრაქტიკულად გაწირა,მეცი.ერთადერთი იმედი,ბოლოდან მესამე ადგილის დაკავება დარჩა.მერე,დასარჩენი თამაში იქნება და ის ექნება,მოსაგები.მიქაუტაძეს,მეორე ლიგაში არავინ გაუშვებს,ვინმე წაიყვანს,მაგრამ მეცი მესიმპათიურება,ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით და არ მემეტება,გასავარდნად.
სოსო
05 მაისი 2024 01:28
2
როცა სათამაშო დრო და ნდობა აქვს დღითი დღე უმატებს და უკეთესი ხდება ეს ბიჭი
შაკო
05 მაისი 2024 00:20
2
სუდია შე ხაბარელო!
ჯადო
04 მაისი 2024 23:21
41
ერთმანეთს ვცეთ პატივი. შოთა ხაბარელმა გამოთქვა თავისი აზრი !2002.2003.2006.2008წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული ! ოლიმპიური ოქრო, ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლი ორი ბრინჯაო! ესე რო მაგაზე მეტი გავაკეთოთ ქვეყნისთვის და მერე ვილაპარაკოთ.
ბოკინიო
04 მაისი 2024 23:49
3
ადამიანს რო საკუთარი აზრის გამო შეურაწყოფას აყენებ ეგაა დემოკრატიული ევროპა? ოპოზიციას გადახედე სავსე არიან პირდაპირი და ირიბი დაფინანსებით მაგრამ ხომ შეგეძლო ხაბარელის მაგივრად მათი გვარი გეთქვა? მაგრამ არა იმიტო რო ორმაგი სტანდარტი გაქვთ ხედავტ ბეწვს და ვერ ხედავთ დირეს
ჯადოს
05 მაისი 2024 00:30
9
ყველა გამოხმაურება
არა რა ძმაო მიორგი არ იმსახურებს ამ გუნდს გოლი საგოლე პასი მესამე დაუხატა ვერ გაიტანეს მცველები ნოლი რა უბედურებაა გავარდება ასპროცენტიანი მეცი
bibi
04 მაისი 2024 23:21
3
Es ra witeli dautova msajma tan varzec shexeda :(((
L.J .
04 მაისი 2024 23:17
2
აბა რა თავისი საქმითაა ევროპელი და პატრიოტი
გიო
05 მაისი 2024 13:37
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული