"დე ლაურენტისი ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ფრანგული პრესა აქტიურად იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" კილიან მბაპეს შემცვლელად "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

გასულ კვირას ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

Footmercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნებს დათანხმდა და ქართველის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.

"პსჟ "კვარას" სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას აპირებს, რასაც "ნაპოლი" მოითხოვს, ასევე ფეხბურთელს ბევრად დიდ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს. 

თავის მხრივ, აურელიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვიჩას ხელფასი
6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ეს ფაქტი "კვარას" მსურველებისთვის ყველაფერს ნათელს გახდის, "პარტენოპეი" კი ყველანაირად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება",  - წერს გამოცემა.

altკვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

altპსჟ კვარაცხელიას გარდა სერია A-ს კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 30 /
სად გადაეყარე ხვიჩა ამ რუსეთში გათქვეფილ განგსტერს??? ამ გარიგებაში ჩაიჯიბა ჯურელამ მაყუთი და გაქუსლა რუსეთში დასახარჯად
რონი
12 მაისი 2024 15:17
9
ზღაპარ-იყო, ზღაპარ-იყო…
ტაბუ
13 მაისი 2024 01:30
6
კვარა ლივერპულში მინდა. ან მინიმუს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ნორმალურ გუნდში მაინც. ან მწვრთნელი მოუყვანონ ნორმალური. შარშან სპალეტი ვერ დავაფასეთ. მისი წასვლის შემდეგ გამოჩნდა რომ უდიდესი მწვრთნელი ყოფილა
ვანჩოპე
12 მაისი 2024 12:42
7
ჰო, სპალეტი ნაპოლიდან გულდაწყვეტილი რომ მიდიოდა, იმას ამბობდა - მე ვანჩოპესგან მეწყინა დაუფასებლობა, თორემ, ლაურენტისი რა უვარგისიცაა, ეგ ვიციო. :))
ჩოპე-ს
12 მაისი 2024 14:18
2
ფეხბურთელის კარიერა ძალიან არახანგრძლივია,ტოპ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელის კი, უფრო მოკლე და თანაც აუცილებელი პირობით,რომ ტოპ გუნდში უნდა თამაშობდეს.ერთეულები აღწევენ,ათ და მეტ წელს თამაშს ,მაღალი ანაზღაურებით,ერთი სერიოზული ტრამვა და ყველაფრი წყალს გაეტანება.ნაპოლი,მინიმუმ ერთი წელი ევროტურნირებს ჩამოაშორეს ესეც ფიფთი-ფიფთი,შესაძლოა გაცილებით მეტიც,ქართველს გუნდში,ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს,გარდა, ნაპოლის მიერ სხვა გუნდებში გასხვისებული ფეხბურთელებისა,თუმცა სხვა ფეხბუტთელებზე არა ნაკლებ იტვირთება თამაშებით.ოსიმჰხენს რვანახევარჯერ მეტი ანაზღაურება აქვს,და მოითხოვა თუ არ მისმა აგენტმა მომატება,თებერვალშივე მოუმატა გუნდმა,ქართველს კი ჩემპიონატის ბოლომდე გადაუდეს ანაზღაურების მომატება,თუმცა გუნდის ერთ ერთი ლიდერია,ეს,აშკარად დაუფასებლომაა ქართველის გარჯის, გსხვებთან შედარებით.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათახმება,თამაშის ვადების გაზრდის თუნდაც ოცდა რვაწლამე , მისი დარჩენისა,ნაპილიში,ახალ ხელშეკრულებისას,ხელფასის მომატება კი ,რასაც,რამდენსაც ლაურენტისი გადასწყვეტს ,ისე იქნება,არც მეტი და არც ნაკლები,ოცდაშვიდიწლის ჩათვლით კი სუსტი ხელშეკრულება აქვს ქართულ მხარეს,სიტყვიერი დაპირებები კი,პრემიალურებზე თუ სხვა დივიდენდების მომატებაზე რაფერს ნიშნავს,ტყვილი-ჰაერის რხევაა, და პატრონის განწყობაზეა ...ქართული ანდაზისამებრ:აცე ვირო გაზაფხულზე იონჯა ამოვაო,...გათვლილი!
G.B. London
12 მაისი 2024 20:56
5
ამდენ ვარაუდებს ტრანსფერი ესე ოსიმენი ისე კვარა მასე! ოსიმენი კვარას ასი თავით სჯობია! ოსიმენი თუ გაყიდა რაც დიიდი შეცდომა იქნება ლაურენტისის მაშინ კვარამ უნდა იტვირთოს ცხრატომიანი გინება ნაპოლის მაყურებლების! რა ხელფასი რის მომატება პსჟ-ში ვის რად უნდა ფორმიდან დაცლილი ერთი უბრალო || თანრიგის ფეხბურთელი რასაც ეხლა ვხედავ! ევრო ჩემპიონატზე ესეთი ფორმით?!! რა ვიცი იქნებ ჯანს ინახავს და ლაურენტისი უთანაგრძნობს! ნეტამც! ოსიმენის წასვლა და არაქათის დაკარგვა იქნება ნაპოლისთვის! კვარას ლაურენტისი დააკვირდება და თუ ხვიჩა ძველებურად სასარგებლო მოსავალს აიღებს ევროზე?!! უკვე ოოო! მაშინ მოუწევს ლაურენტისს ქისაზე ხელის ღრმად გაკვრა! ოსიმენი ,, ნეგრია,, და თავის ტექნიკის ხარჯზე აღწევს რასაც აღწევს კვარას ასჯერ მეტი კომფორტი აქვს! კვარა ევროზე!!!!
ტელემაყურებელი
13 მაისი 2024 14:38
9
გაისად ისეთი ინფლიაცია გველოდება, რომ 150 მილიონი დოლარი ბევრს უკვარაცხელიოდ დაეკარგება. ასე რომ, დაველოდოთ ზაფხულს.
კონსტანტინე
12 მაისი 2024 17:30
13
ეგრე იქნება.მომავალი რუბლისაა
ყოფილი კომუნისტი
12 მაისი 2024 19:05
7
თუ ოსიმენის გამოსასყიდი 130 მილიონია, ხელფასი 10,
კვარას გამოსასყიდი თუ 150 იქნება ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.
აჩი
14 მაისი 2024 15:13
0
იტალიაში ყველა შემთხვევაში საუკეთესო 5 ფეხბურთელშია.
1 მილიონად სტიმულის გარეშე, ამეზე მეტის მოთხოვნა უაზრობაა!
აჩი
17 მაისი 2024 19:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული