"დე ლაურენტისი ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ფრანგული პრესა აქტიურად იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" კილიან მბაპეს შემცვლელად "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

გასულ კვირას ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

Footmercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნებს დათანხმდა და ქართველის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.

"პსჟ "კვარას" სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას აპირებს, რასაც "ნაპოლი" მოითხოვს, ასევე ფეხბურთელს ბევრად დიდ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს. 

თავის მხრივ, აურელიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვიჩას ხელფასი
6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ეს ფაქტი "კვარას" მსურველებისთვის ყველაფერს ნათელს გახდის, "პარტენოპეი" კი ყველანაირად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება",  - წერს გამოცემა.

altკვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

altპსჟ კვარაცხელიას გარდა სერია A-ს კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ძალიან ცნობილ ფეხბურთელებს დედა ან და ან ვიღაც ახლობელი ყავთ აგენტებად, სანდო რომ იყოს და ამ კვარაცხელიას არავინ ყავს თავისიანი, მასზე მზრუნველი და არა ფულს დახარბებული ვიღაც აგენტი.
ირმა
12 მაისი 2024 15:22
10
სამში, არა ხარ ფეხბურთის!
ირმას, ისე ბიჭო! გოგოს სახელით რატომ შემოდიხარ?
12 მაისი 2024 16:35
10
სად გადაეყარე ხვიჩა ამ რუსეთში გათქვეფილ განგსტერს??? ამ გარიგებაში ჩაიჯიბა ჯურელამ მაყუთი და გაქუსლა რუსეთში დასახარჯად
რონი
12 მაისი 2024 15:17
9
6 მილიონი ევრო ამ ეტაპზე ხვიჩას აწყობს, როგორც ჩანს.
კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა რომ ჩაიწერება, ესეც კარგია.
ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო თუ ჩაიწერება, ეს არ ნიშნავს, რომ აურელიო 100 მილიონად არ გაყიდის. ეს 150 უბრალოდ საწყისი ფასია ვაჭრობის პროცესში.
რეალობა
12 მაისი 2024 13:44
9
ეს იმას ნიშნავს,რომ კვარას,ვერავინ იყიდის,დე ლაურენტისის სურვილის გარეშე.არ დააკლებს ფასს და მორჩა ბაზარი.ამიტომ არ უნდა დაეთანხმოს,მაგ პირობებს.
სოსო
13 მაისი 2024 20:04
0
ორმა თაღლითმა წაუგებელი პარტია გაითამაშეს.ასეთი დამოკიდებულების გამო,აღარც პსჟ წაიყვანს და ნაპოლიში ჩაალპობენ,ხვიჩას ტალანტს.მერე,შეიძლება ხელფასის დაკლებაც კი მოსთხოვოს.მთლიანად დე ლაურენტისის ინტერესები შესრულდა.
სოსო
12 მაისი 2024 13:38
11
როგორც დრის მერტენსი გააფუჭა, ნაპოლიმ. 8 წელი რომ ნაპოლიში ჰყავდათ, ეგრე უპირებენ კვარას, უნდა წავიდეს ამ სეზონის ბოლო .
გივი_ჩვენ_ვართ
12 მაისი 2024 13:13
3
მეტი ხელფასი და ისევ ამ ნაპოლიში დარჩენა მომგებიანი სიტუაციაა?
SellforRICHS
12 მაისი 2024 12:56
5
აბა დარჩენილა ნაპოლიში და ეგაა.ევროპული საზომით საშუალოზე დაბალ გუნდში.28 წლის ვინგერს კიდე არცერთი გრანდი არ დაიმატებს,იქამდე კიდე 150 მილიონის გადამხდელი არავინ იქნება.
გიო
12 მაისი 2024 12:47
8
150 მილიონს კვარაში ვინ გადაიხდის? ობიექტურად რომ შევაფასოთ ,ბევრი რაღაცაა რაშუც მოსამატებელი აქვს, როგორც ფსიქოლოგიორ ისე ფიზიკურ გამძლეობაში,ტექნიკური წუნიც ბევრი აქვს.თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არ არის.
ლაშას
12 მაისი 2024 15:51
3
ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ 28 წლამდე ნაპოლიში დარჩება. გამოსასყიდს თუ ეხლაც გადაიხდიან გუნდი ვეღარ წავა წინააღმდეგ თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება
ლაშა
12 მაისი 2024 13:37
6
ყველა გამოხმაურება
კვარა ლივერპულში მინდა. ან მინიმუს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ნორმალურ გუნდში მაინც. ან მწვრთნელი მოუყვანონ ნორმალური. შარშან სპალეტი ვერ დავაფასეთ. მისი წასვლის შემდეგ გამოჩნდა რომ უდიდესი მწვრთნელი ყოფილა
ვანჩოპე
12 მაისი 2024 12:42
7
ჰო, სპალეტი ნაპოლიდან გულდაწყვეტილი რომ მიდიოდა, იმას ამბობდა - მე ვანჩოპესგან მეწყინა დაუფასებლობა, თორემ, ლაურენტისი რა უვარგისიცაა, ეგ ვიციო. :))
ჩოპე-ს
12 მაისი 2024 14:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული