მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ქართველმა კარის დარაჯმა "ვალენსია" გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
ჟურნალისტებმა გიორგის საკუთარი მომავლის შესახებ ჰკითხეს. "მამარდას" თქმით, ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული...
"ვოცნებობ, რომ "ვალენსიაში" რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, თუმცა ეს ბოლომდე ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩემს მომავალზე სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება "რაიოსთან" მატჩს, ყოველთვის ვცდილობ, რომ საკუთარი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და ყველა დარტყმა მოვიგერიო, რომლებიც ჩემი კარისკენ
ცუდია, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა წინ სამი ტურია და მაქსიმალური ქულების მოპოვებას შევეცდებით", - განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-9 ადგილზეა. რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 16 მაისს, "სოსიედადთან" გამართავს.
მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება - გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]