აზაროვის საგოლე პასი - "შახტარი" თასის მფლობელიც გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის თასის ფინალში „შახტარმა“ „ვორსკლა“ 2:1 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიპოვა ტიტული.

დონეცკური გუნდი მე-40 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ირაკლი აზაროვმა ჩინებული პასი გაუკეთა დანილო სიკანს და მან თავურით დალაშქრა პოლტაველთა კარი. შესვენების შემდეგ მეტოქეს მეორე გოლი ეფიმ კონოპლიამ გაუტანა. 85-ე წუთზე კი ანგარიში "კოლხეთისა" და "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა კოვტალიუკმა შეამცირა.

ასე და ამრიგად, „შახტარმა“ მიმდინარე სეზონში ოქროს დუბლი გაიფორმა.

„მეშახტეთა“ რიგებში აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო.

„შახტარი“ მომდევნო მატჩს 19 მაისს ჩემპიონატზე „დნიპრო 1“-თან ჩაატარებს.

როვნო. „ავანგარდი“

ვორსკლა -შახტარი 1:2

გოლები: 0:1 სიკანი (40), 0:2 კონოპლია (56), 1:2 კოვტალიუკი (85)

altაზაროვი და გოჩოლეიშვილი "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი იმედი მაქვს,აზაროვი ნაკრების მიღმა არ დარჩება. შახტარი საკმაოდ მაღალი დონის გუნდია (თუნდაც ბარსელონას დამარცხება რად ღირს) და ამ გუნდის სრულფასოვანი წევრია. დღესაც კარგად ითამაშა. ტექნიკურია, მობილურიც. ხვიჩასთანაც კარგადაა შეთამაშებული. ჩემი აზრით, ნაკრებში უნდა იყოს
მერაბი-1960
23:55 15-05-2024
0
რა დაუშავა ამ კაცმა ვილის საინტერესოა, ამაზე კრეატიული ხვიჩას მერე არავინ გვყავს
nedved
01:04 16-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული