"შემეძლო თუ არა "კვარას" დარტყმულის მოგერიება?" - "ფიორენტინას" მეკარის კომენტარი

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა.

"ფიორენტინას" მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბევრი შანსი შევქმენით და ალბათ, გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელ ჩემპიონებს ვეთამაშეთ. ფაქტია, მათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა
გამოსდით", - განაცხადა ტერაჩიანომ.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

alt"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

altერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინც მეკარის უკანა კამერიდან გამეორება ნახა და მეკარეს დააბრალა,ის უბრალოდ მიშმადიდებელი სექტანტია და კვარას გოლის დაკნინება უნდა. . . ამ ბურთს ვერცერთი მეკარე დედამიწის ზურგზე ვერ აიღებდა. . .მაშინ იმ ძელთან უნდა მდგარიყო პირდაპირ
ნაპოლეონი
21:26 18-05-2024
14
ტოსკანელები ჩვენი ნათესავებია , ყოფილი ეტრურიაა . ეტრუსკები მცირე აზიაში ქართველურ ტომებს ენთესავებოდნენ , ხეთების იმპერიის დროს ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ აპენინებზე წავიდნენ . სხვათაშორის არა სამხრეთელები ნეაპოლელები გვანან ქართველებს არამედ ცენტრალური იტალიის მკვიდრები . იტალიელებში ყველაზედ კარგი სასიღერო ხმაც მაგათ აქვთ/დიდი ტოსკანა ემილია-რომანიის ნაწილსაც მოიცავდა ფლორენცია ,სიენა , პიზა მოდენა და ა.შ
silver xerxes
21:39 18-05-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული