"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში "აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.

"მიქაუტაძის აიაქსში" გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება "აიაქსში" და გოლების გატანას დაიწყებს.

ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა "აიაქსში" ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს", - განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, "აიაქსმა" "მიქაუტაძე"
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ "მეცში" დაბრუნდა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
Შენ ის თქვი შოთა იმ გათხოვილმა კაცმა რაო რა მინდაო?დაუკარი ტაში იმ დეკრეტში ჩამოსულ კაცს?
Ბაბუაწვერა
19 მაისი 2024 06:10
6
ევროპაშო სხვა რამე როგორ არ არის, არის?1 არიან ქალებიც ვინც ცოლს ირთავენ! კიდევ ტოტალიზატორებია! კიდევ მექრთამე ევროპარლამენტარები არიან! რა ვიცი ევროსიკეთეებს ვინ მოთვლის?! )))
aburjga
19 მაისი 2024 11:07
2
და პოლიტიკა რომ არ გააკვეხო ისე არ შეგიძლია ხო?
თუ ევროპაში გათხოვილი კაცების მეტი არაფერია ხო?
d
19 მაისი 2024 10:05
15
შოთამ ის თქვა რასაც ხედავს. მოქაუტაძეშია ხედავს დიდ პოტენციალს და იცის რომ ლიგა 1 -ში უფრო ძნელია გოლების გატანა ვიდრე ნიდერლანდებში. სხვა საქმეა რომ შანსი არ მისცეს ჟორჟს გახსნილიყო. მეც პირადად მგონია არ დაბრუნდება მიქაუტაძე, მაგრამ ერთია მე და თქვენ რა გგვგონია, მეორე კი რას ხედავს შოთი. ჩემზე მეტს რომ ხედავს დანამდვილებით ვიცი და თქვენი არ ვიცი ვინც აქ აკომენტარებთ.
G.LA
19 მაისი 2024 05:48
19
კარგით რა მართლა , რას ხედავს?! რომ "ხედავდა" იმიტომ ურჩია აიაქსში გადასვლა შარშან. აქ იმაზე არ არის საუბარი მარტო, რომ არ ათამაშებდნენ. რატომ ვერ დაინახა, რომ გუნდი არეული იყო და ვინ იცის როდია დალაგდებოდა, ეგ მაინც ხომ ცხადი იყო. მეცში რომ დარჩენილიყო, ლიგა ერთის ბომბარდირობაზე გაიქაჩებოდა! ჩემი აზრით,ორი შემთხვევა უნდა გამორიცხოს ტრანსფერისას ფეხბურთელმა - გუნდი სადაც ძალიან ძლიერი კონკურენციაა შენს პოზიციაზე და არეული გუნდი.
არტ
20 მაისი 2024 12:24
0
რა გჭირთ ნათქვამს და წაკითხულს ვერ იგებთ? კაცმა თქვა მინდა რომ დაბრუნდეს და გოლების გატანა დაიწყოსო, იმედგაცრუებული ვარ რომ შანსი არ მისცესო. აიაქსი რომ მეც სჯობია, ეხლა იმაშიც შეეკამათებით ალბათ. მე ვიცი თქვენ რაც გაწუხებთ. დიახაც არა რუსულ კანონს და არა ქოცნახირს
დავით 67
19 მაისი 2024 04:34
20
ამანაც დამღალა უკვე ყველასთვის კოჭის გორებით. ხან კვარას ცდილობს ასიამოვნოს, ხან აიაქსის ბოსებს. მოდი რა ცოტა პრინციპული იყავი, ერთდროულად 5 სკამზე ჯდომა რა პონტია
ამანაც დამღალა
19 მაისი 2024 03:20
7
აიაქსში რატომ უნდა წავიდეს? ეს რა თქვა შოთამ?
რეალობა
19 მაისი 2024 01:59
2
წყევლი?ოქრო რომ დაუყარონ,აიაქსისაკენ გამხედი აღარ არის,ისე უპატივცემულოდ მოეპყრნენ.
სოსო
18 მაისი 2024 23:35
0
ძალიან დამწყვიტა შოთის ამ წერილმა. ის შთაბეჭდილება დამრჩა რომ მიქაუტაძესთვის ცუდი უნდა, უნდა რომ აიაქში ახეხინონ სკამი. იქ არ იყო და იმენა არ ათამაშებდნენ ჩვენ მიქაუტაძეს. და როცა გამოყავდათ ათამაშწბდნენ იმ პოზიციაზე , რომელზეც ცხოვრებაში არ უთამაშია ისიც რამდენიმე წუთი. შე დალოცვილო თუ ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვს აოლიქსთან იქ რომ იყო და თამაშობდა, მაშინ დაერეკა იქ დ დახმარებოდა რომ გამოსწორებულიყო სიტვავია. თითქოს გრანდი იყოს ეს აიაქში. საფრანგეთის ჩემპიონათს რითი ჯობია??? ეხლა გაიყიდება კარგ გუნდში რომელიც ევროპანლიგაზს ან ლიგაზე ითამაშებს.რას გადაეკიდნენ ამ აიაქსსს.
Beqa
18 მაისი 2024 23:33
3
შენ ხომ არ გაგიჟდი აიაქსში რა უნდა მიქას
ბასა კოკელი
18 მაისი 2024 23:31
1
ეს ამ ბოლო დროს ყველას და ყველაფრის მცოდნე როგორ გახდა? ისე თავის პროფესიაში რაც აირჩია იმაში რომ გაიღრმავოს ცოდნა ის სჯობია და წესიერი შედეგი დადოს რომელიმე კლუბში თავისთვისაც კარგი იქნება და ქართველებისთვისაც! P.S. ვაისი უფრო მეტს აკეთებს ქართველებისთვის, ვიდრე ეს ქეცბაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია
ზაკო
18 მაისი 2024 23:12
10
არა რუსულ კანონსო არ თქვა ბოლოს?
ნიკა
18 მაისი 2024 22:33
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული