"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში "აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.

"მიქაუტაძის აიაქსში" გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება "აიაქსში" და გოლების გატანას დაიწყებს.

ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა "აიაქსში" ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს", - განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, "აიაქსმა" "მიქაუტაძე"
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ "მეცში" დაბრუნდა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
შოთი, არ გაგიგონია "ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო"? მით უმეტეს მაშინ პირველ შესვლაზე თუ დაიხრჩო.
ჟორა გაბრიჭიძე
18 მაისი 2024 22:28
1
ბოტებო, თქვენ აქ გამოშვებული ხართ პოლიტიკის შემცველი პოსტების დასაკომენტარებლად და გაეშვით სპორტული შინაარსის კონტენტს. შოთაზე მიღებული მესიჯი ცხადია თქვენი კომენტარებიდან" ვერ არის კარგად გიჟია, არადექვატურია" . ყოჩაღ საბჭოთა კაკეგებს სახელმძღვანელო ზედმიწევნით გაქვთ ათვისებულია. ადმინებო, იქნებ იფიქროთ კომენტარის უფლება ფეისბუქ ავტორიზაციის შემდეგ იყოს შესაძლებელი, არამგონია ვერ ხვდებოდეთ რომ კომენტარების უმეტესობა ბოტებს ეკუთვნის
ლაშა
18 მაისი 2024 22:13
38
ბოტიც ხარ და შპროტიც, არ გაახურეს საქმე? შოთას კიდევ აზრი არ მოეკითხება, ეგაა ფაქტი. ხან რას აბრახუნებს და ხან რას. შე კაი ადამიანო ინგლისში რომ იყავი ერთი კინკილა ქართველი ფეხბურთელი მაინც წაგეყვანა, ან ზემოთაც დაწერეს მიქაუტაძისთვის თუ კარგი გინდოდა, თუ რამეს წყვეტდა შენი სიტყვა აიაქსში მაშინ გეთქვა სკამზე რომ იჯდა და ეხლა რა ცუდ საქმეს უკეთებ ამ სულელური კომენტარით. კარგი რა მარლა, დაწერ რამეს და ეს მართლა ბოტები გამოხტებიან
c
19 მაისი 2024 01:18
3
შეანელე ჩუკენობის ტემპი , ვერ ხარ მოტორზე , ვერ ხედავ ?
gpi
19 მაისი 2024 00:37
4
Aman sul auria
Pele
18 მაისი 2024 21:47
4
მოდი რა იდი!!!შენ ევროპისკენ იძახე და ხელი შეუწყვე რევოლუციას!მერე იძახე საქაღტველო ძალიან მიყვარსო.რაც მაგრად მეჩვება.შენ შენი ამბიციები გაქ!ქვეყანა მაგრად გკიდია.....
შოთა
18 მაისი 2024 21:37
24
რვა კლასი მაინც თუ გაქვს დამთავრებული? სრულ საშუალო განათლებას აღარ ვჩივი
ხვიჩა
18 მაისი 2024 22:37
24
შოტა
კარტული აღარ გეკერკეტება? არველაძის მეასედი გააკეთე ცხოვრებაში და მერე მივუჯექი კომპიუტერს.
Walter White
18 მაისი 2024 22:11
29
ეს ეხლა ნორმალურია, რასაც ამბობს? არა, მართლა მაინტერესებს, დაწერეთ, თუ თვლით, რომ სწორი რამ თქვა.
ისე, ადრე თუ გვიან ყველა გამოაჩენს თავის თავს.
ლევანი
18 მაისი 2024 21:32
9
ეს ადეკვატურია ეხლა
.
18 მაისი 2024 21:19
7
რა გინდა რომ საერთოდ დაღუპო?. . .მიდი რა მიხედე სააკაშვილი გყავს დასახსნელი
ნაპოლეონი
18 მაისი 2024 21:13
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული