"ნებისმიერი ფეხბურთელის გასაყიდად მზად ვართ, კვარაცხელია?..." - რა განაცხადა დე ლაურენტისმა ქართველზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე არ ნერვიულობს, რადგან ქართველს "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

"წინადადებას ყველა ფეხბურთელის შესახებ განვიხილავთ, ხელშეუხებელი მოთამაშეები არ გვყავს, კვარაცხელია? მას კონტრაქტი 2027 თუ 2028 წელს ეწურება, ამიტომ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად ვარ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.

alt"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

alt"უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს,

რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ..." - რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 21 /
მართალია საქმეში ჩაუხედავი ვარ და გარედან მსჯელობა ადვილია, მაგრამ რაც სჩანს და ვიცით იმაზე დაყრდნობით ხვიჩას ვურჩევდი აგენტი გამოცვალოს, უმაღლესი დონის, შესაფერისი აგენტი აიყვანოს!
Irakli
15:36 20-05-2024
5
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟრნალისტები და გამოცემები ლაურენტესს აფრთხილებენ, რომ უკმაყოფილო ვარსკვლავი გუნდს დაშლის და გასახდელში დაპირისპირებას გამოიწვევს...ხვიჩა თუ ნაპ[ოლში დარჩა, ე.ი. ეს მისი სურვილი იქნება, თორემ ნებისმიერი კონტრაქტის შეცვლა შეიძლება, როგორც იურიდიულად, ისე იძულებით.
ბესო
16:52 20-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული