მიქაუტაძის გუნდის კოშმარული საღამო - ვის შეხვდება "მეცი" პლეი-ოფში?

AutoSharing Option
"მეცი" პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში მისმა უშუალო კონკურენტმა "ლორიენმა" "კლერმონი" 5:0 გაანადგურა. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და ბურთების შეფარდებაც თანაბარი აღმოაჩნდათ, ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა იყო დაფიქსირებული (სახლში1:2, გასვლაზე 3:2), მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, რადგან გიორგი მიქაუტაძის კლუბმა სტუმრად მეტი გოლი გაიტანა, მე-16 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს, "ლორიანი" კი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

socios-fcmetz-ი წერს, რომ კოშმარი გადაიტანეს და ნამატჩევს "მეცის" მწვრთნელის, ლასლო ბოლონის კომენტარი გამოაქვეყნა: "წუთებს ვითვლიდი და დროდადრო თანაშემწეებს პარალელური შეხვედრის ანგარიშს ვეკითხებოდი. ვნერვიულობდი და საფინალო
სასტვენს ველოდებოდი. ბიჭებს ვუთხარი, რომ წაგების მილოცვა ნორმალური არ არის, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო ბალინსირებულად თამაში მოახერხეს. "პარი სენ ჟერმენი" დომინირებდა, თუმცა გავუძელით.

დროის გაყვანას ვცდილობდით, ბურთის დაჭერას და სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას. ბავშვობაში მასწავლებელმა მითხრა: "გააკეთე ის, რაც შეგიძლია და არ ის, რაც გინდა". სახლში მოგება გვინდოდა, მაგრამ ხანდახან რეალობიდან უნდა გამოხვიდე. მესმის გულშემატკივრების, მათ ემოციების გამოხატვის უფლება აქვთ. შიშმა შემიპყრო. ასეც ხდება ხოლმე".

ახლა რაც შეეხება პლეი-ოფს: ლიგა 2-ში მეოთხე პოზიციაზე გასული "როდეზი" 21 მაისს მეხუთეადგილოსან "პარიზს" უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი 24 მაისს სტუმრად "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა "მეცის" მეტოქე.

მიქაუტაძის გუნდს ლიგა 2-ის პლეი-ოფში გამარჯვებულთან ორრაუნდიანი ბრძოლა ელის - 30 მაისს გასვლაზე, 2 ივნისს კი - სახლში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Თქვენ ის ბიᲭები ხო არ ხარᲗ "აიაქსს" რომ იწუნებდიᲗ.
ვილი
09:23 21-05-2024
14
უსუსტესი გუნდია
თენგო
08:24 21-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული