"კვარასთვის ეს სეზონი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წინა. შარშან ყველა გაანადგურა, მცველებს არ ესმოდათ, როგორ შეეჩერებინათ ქართველი. წელს თამაში განსხვავებულ "ნაპოლიში" მოუწია. სეზონის დასაწყისში კი ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას პროგრესი აქვს, გარკვეულ ასპექტებში მოუმატა, კონტრაქტის განახლების სიტუაციამაც მასზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ბუჩანტინიმ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 44 მატჩი გამართა, თავი კი