"კვარას" შეუძლია წავიდეს - პრეზიდენტი შანტაჟირების უფლებას არავის არ აძლევს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოსკარ მაგონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 1 Station Radio-ს ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო კლუბში", ლუკა ჩერჩონესთან ერთად ისაუბრა:

"როგორი იქნება "კვარას" მომავალი? იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლისთან" გარკვეულწილად ხანგრძლივვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, ბევრი რამის ცოდნა არც ისე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია და ასე ვთქვათ, ფეხბურთელებს "შანტაჟირების" უფლებას არ აძლევს. ვისაც კლუბთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შეთანხმება უნდა დაიცვას.

მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშემ თავის მომავალთან დაკავშირებით არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ქართველის საკითხი "ნაპოლიში" ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიმაჩნია. თუ დარჩენის სურვილი არ
აქვს, შეუძლია წავიდეს. ჩემს დროს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებისას პირობებს ვასრულებდით. ეს ასე იყო. ხელშეკრულების გაფორმებისას შენთვის ხომ არავის მიუბჯენია საფეთქელზე პისტოლეტი".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინ არის ეს დაბოღმილი ოსკარ მაგონი, რა გაუკეთებია ნაპოლისთვის ისეთი, რომ თავს უფლებას აძლევს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელზე ასეთი კომენტარი გააკეთოს და გუნდის და სერია ა-ს ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელად მისი ხანგრძლივი ვადით ყოფნა სამართლიანად მიიჩნიოს.ორი წელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელს უმოტივაციოდ ათამაშებენ და მის მიმართ მხარდაჭერის ნაცვლად რეებს ლაპარაკობს ეს შურიანი, დაბოღმილი ყოფილი ფეხბურთელი: ხელშეკრულება დაიცავიო, დამსახურების მიუხედავად სტიმული არ გეკუთვნისო, სკუდეტო მოგვაგებინე, მაგრამ ხუთი წელი ყველზე დაბალი ხელფასი შენ უნდა გქონდესო, ჩვენ დროს ხელშეკრულების პირობებს ვასრულებდითო, თუ არ გაწყობს წადიო. მასეთებზეა ნათქვამი: "ვაი შენს პატრონს უბედურს"!
ამი
09:54 24-05-2024
0
კონტრაქტის პირობების გარდა სინდის-ნამუსიც ხომ არსებობს?
დე ლაურენტისს ეს აქვს???
მაო
10:17 24-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული