ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე უკვე "ეკიპიც" იტყობინება. სატრანსფერო ექსპერტი ლოიკ ტანზი წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჯერ ოფიციალური წინადადებით "ნაპოლისთვის" არ მიუმართავს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
Spazionapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისად.
ყველა ნეაპოლური გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩას იდეალური შემცვლელი შეარჩია. ეს "ჯენოას" 26 წლის თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონია (სიმაღლე 177 სმ), რომელსაც გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
გუდმუნდსონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, ამ სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ისლანდიის ნაკრებში 37 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონია.
თუმცა, გუდმუნდსონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან ისლანდიელის სამსახურით "ტოტენჰემი" და "ინტერი" არიან დაინტერესებული და ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძური" ტრანსფერის 30 მილიონად განხორციელებას ცდილობს.
მეორეში 100 და ჩამოვყალიბდით.
ტრანფმარკეტზე 80 მილიონია მისი ფასი
არ არის საჭირო სარკაზმი.ჩვენი თუ ჩვენ არ დავაფასეთ, სხვა საერთოდ რას იზავს?!