დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაასახელა და "ახალი კვარაც" მოძებნა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე უკვე "ეკიპიც" იტყობინება. სატრანსფერო ექსპერტი ლოიკ ტანზი წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჯერ ოფიციალური წინადადებით "ნაპოლისთვის" არ მიუმართავს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

Spazionapoli-ს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისად.

ყველა ნეაპოლური გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩას იდეალური შემცვლელი შეარჩია. ეს "ჯენოას" 26 წლის თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონია (სიმაღლე 177 სმ), რომელსაც გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
გუდმუნდსონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, ამ სეზონში სერია A-ს 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ისლანდიის ნაკრებში 37 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონია.

თუმცა, გუდმუნდსონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან ისლანდიელის სამსახურით "ტოტენჰემი" და "ინტერი" არიან დაინტერესებული და ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძური" ტრანსფერის 30 მილიონად განხორციელებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
დე ლაურენტისს,გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს,დიდი საჩუქარი შესთავაზა.თუ ასე გააგრძელა და კვარა მაინც დაიტოვა,კვარა არ გამიკვირდება,თუ მთელ გუნდს აუფეთქებს და თავბედს აწყევლინებს.
სოსო
25 მაისი 2024 17:45
3
ნაპოლის ვინ კითხავს მთავარია ჯუღელი რას ამბობს :)
პრაფესიონალი :)
25 მაისი 2024 17:45
1
ერთ სტატიაში წერია 60 მილიონი
მეორეში 100 და ჩამოვყალიბდით.
ტრანფმარკეტზე 80 მილიონია მისი ფასი
ზეკაც
25 მაისი 2024 15:20
1
ეს რა უკუღმართი კანონებია მონა ხო არ არის? 150- მილიონს რო აფასებს ესეიგი არ უნდა გაყიდვა
გელა
25 მაისი 2024 14:18
0
Надоели эти сказки
Котэ
25 მაისი 2024 12:35
8
ლაურენტისი ყველაფერს იღონებს,რომ ახალი კონტრაქტი დაუდოს კვარას. თუ ეს ვერ მოახერხა ამ ზაფხულს, მაშინ შეეცდება უკვე წელსვე გაყიდოს,რაც შეიძლება მაღალ ფასად.წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ ამ დროს თვითონ კვარა დაურღვევს კონტრაქტს ძალიან მიზერულ ფასად. იმ პერიოდისთვის მას უკვე ამის გაკეთება შეეძლება.ამიტომ ლაურენტისი უკვე ცდილობს კვარას გაყიდვას,ოღონდაც ჯერ აუქციონს აწყობს.
ჯანო.
25 მაისი 2024 09:30
1
არ უნდა წავიდეს ნაწილიდან. კიდევ ერთი სეზონი უნდა ითამაშოს. ის ხომ მუდმივად ძირითადის ფეხფურთელია. მომავალში უფრო ძლიერი გახდება და უფრო მოთხოვნადი. წარმატებები ხვიჩას.
ბათუმი
25 მაისი 2024 08:15
8
ფეხფურთელი კი არა, არამედ ფეხბურთელი !
!!!
25 მაისი 2024 09:11
2
150 კი არა 50 არღირს.
აზრი
25 მაისი 2024 07:40
18
150 ნამეტანი ბევრია, ისევე როგორც 50-ია ნამეტანი ცოტა.
არ არის საჭირო სარკაზმი.ჩვენი თუ ჩვენ არ დავაფასეთ, სხვა საერთოდ რას იზავს?!
G.A.L.
25 მაისი 2024 13:16
2
არ უნდა რა გაყიდვა. რა რთული მისახვედრი ეგ არის. ეს ისეთია ეხლა ჩემს მანქანას 100 000$ რომ დავადო გასაყიდად, არადა 10 მაქვს მიცემული.
დავით 67
25 მაისი 2024 03:13
4
ლაურენტისთან რა გინდათ ჯუღელია მზე, ცხრათვალა. ხვიჩა ვერ მოიშორებს მაგას იმიტო რო ხათრიანი ბავშვია. იქ მამამისის ძმაკაცია და ქართულ ჯიგრულ პონტში როგორც ხდება რა. ლაურენტისი თაღლითი რა ვერ გაძეხი 10 მილიონად იყიდე და ათჯერ მეტს გაძლევენ. ცხოვრება ისეთია ეგეთ ხარბ ადამიანს სადღაც წაიჭერს და ...
რაბუ
24 მაისი 2024 23:46
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული