მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება - გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

AutoSharing Option
ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს.

23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.

გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის "მონაკოს", "მარსელსა" და "რენსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი "აიაქსის" საკუთრებაა და "მეცში" ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში 20 (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ მაინც საფრანგეთის ჩემპიონატს ფარგლებს გარეთ გავა ალბათ საუკეთესო ვარიანტი ატლეტიკო იქნება. ვფიქრობ ჩვენებური იდეალურად მოერგება გუნდის სათამაშო სტილს, გარდა ამისა რეგულარულად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და შიდა ჩემპიონატშიც მუდმივად ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს, რაც მას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
soc.press
25 მაისი 2024 11:55
1
ჩემი აზრითაც ატლეტიკოს კარგად მოერგება, მაგრამ ფლანგზე რამდენად შეძლებს თამაშს არ ვიცი
Noko
25 მაისი 2024 12:22
2
ჩემი აზრით ამ ეტაპზე უკეთესია საფრანგეთის რომელიმე კარგ გუნდში თუ გადავა! ადაპტაციის გავლა მაინც აღარ დაჭირდება!
რერო
25 მაისი 2024 11:37
1
სადაც არ უნდა გადავიდეს ვგულშემატკივრობ გულით. ძალიან მაგარი ბიჭია გიო
roma
25 მაისი 2024 15:27
1
მიქაუტაძე მინდა ძალიან ლიგაზე. კვარა მჯერა ნაპოლიდან წავა. რუსული მთავრობა დამარცხდება და ზურა222 ბოღმით გასკდება…….უკვე ისეთი მახინჯი ხარ ზურა222 ხარ თუ მზე რომ ყველა გიცნობს და ყველა ხვდება შენ რა სახელითაც გინდა დაწერო. პასუხი დაგიწერეს კომენტის დაბლა. აქ ვინც ხშირად შემოვდივართ ყველამ ვიცით ვინ რა აზრზეა და შენ რომ ყველაფრის მკადრებელი ხარ ეგეც იციან ბევრმა სპორტალზე. დედამიწას ამძიმებ, საქართველოს რომ ამძიმებ ფაქტია. ვინ გაგზარდა ასეთი ან ქუჩა არ ქონდა შენ სახლს კრემლის კიბეებთან გაიზარდე?, ქართველ ბიჭებთან უბანში გაზრდილს არ გავხარ .
G.LA
25 მაისი 2024 21:41
23
ატლეტიკოს სტილის გუნდში გაქაჩავს კარგად მიქაუტაძე!!!
ლაშა
25 მაისი 2024 13:59
1
არ დაიღალეთ ამ მარჩიელობით?დაიწყება ახალი სეზონისათვის მზადება და მაშინ გაირკვევა, ვინ სად გადავიდა.
გელა2
25 მაისი 2024 12:33
6
მონაკო ან ატლეტიკო. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თავის პოზიციაზე ჭირდებათ. ჟორჟი ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ახლა რაც ჭირდება, ეგ სათამაშო პრაქტიკა და ძირითადში გარანტირებული ადგილია . ექსპერიმენტები საჭირო არ არის. თუ ატლეტიკო მის პოზიციაზე ათამაშებს, იდეალური იქნება. მსოფლიოს ერთერთი ტოპ გუნდი-მეტი რაღა გვინდა!
არტ
25 მაისი 2024 16:08
0
ამდენი კარგი გუნდი რომ ინტერესდება თვითონ ამსტერდამში რას ამბობენ ? გაუმართლებელ ტრანსფერად რომ შერაცხეს და წყალს გაატანეს ბიჭი. ცენზურას რა ვუთხარი თორე დავწერდი რასაც ვფიქრობ რეალურად მაგათზე
რაბუ
25 მაისი 2024 21:30
0
მაგრამ აიაქსს ახალი იტალიელი მწვრთნელი ყავს,თან საფრანგეთის ჩემპიონატიდან წაყვანილი,რომელმაც სავარაუდოდ კარგად იცის მისი ძალა და საკითხავიც ესაა სწორედ,მოისურვებს კი მიქაუტაძის გაშვებას საერთოდ აიაქსი?
Master
25 მაისი 2024 16:25
2
ჯერ საფრანგეთში დარჩეს სანამ გრანდი არ აიყვანს , მერე უფრო მაღალ დონეზე ავა და საფრანგეთის გარეთაც ადვილად დაიმკვიდრებს თავს ყველგან . იმიტომ რომ მანამდე უნდა იწვალოს იშრომოს და მანდ ადვილი იქნება შედარებით ყველაფერი, სახლშია გემრიელად მეტი რა გინდა ძმაო საფრანგეთშია ბოლობოლო.
bidzia
25 მაისი 2024 17:06
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული