პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:
"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".
1) ნაპოლი არ და ვერ მოხვდა ევროპის ტურნირებზე, დრო რატომ უნდა გაუცნდეს 1 წელი ჩვენ ხვიჩას .
2) ახალი მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს, ბევრი აქვს გასაკეთებელი რომ გუნდი დაუბრუნდეს თავის რელსებს, ამას შეიძლება 1 წელი არ ეყოს, და მწვრთნელმა თუნდაც კონტემ ვერ გაამართლოს.
3) უნდა წავიდეს ისეთ გუნდში თუნდაც პსჟ , რომელიც გრანდია , ხვიჩასნაირ სტილს უხდება. თან ლუის ენრიკე ხვიჩაზე აფანატებს და ძალიან უნდა. თან კარგი ხელფასი ექნება და შემდეგ გადავა 2,3 წელში უკვე რეალში ან სხვაგან სადმე.
4) ყველა თამაშში იმენა მასხარად იგდებენ ხვიჩას, თამაშინ განმავლობაში 50 ჯერ მაინც წევს ხელებს მაღლა რომ პასი მისცენ და არ აძლევენ, როდესაც ხვიჩაზე უნდა იგებოდეს მთელი თამაში რომ გუნდმა მოიგოს გაამწვავავოს, მაგრამ შეგნებულად არ აძლევენ ან ვერ აძლევენ. ამიტომაც უნდა წავიდეს. თუ დარჩა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება