"სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!" - ფედელემ "ნაპოლის" ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ტელეკომპანია Televomero-ზე, გადაცემა L'Infedele-ზე საუბრისას განაცხადა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.

"საუბარი 100 მილიონ ევროზეა და სწორედ ამ მაჩვენებლის გამო "ნაპოლიმ" კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს თანხა ძალიან ბევრია.

გარდა ამისა, ქართველს კარგი სეზონი აშკარად არ გამოუვიდა. მე მას "ატალანტაში" მოთამაშე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, მას ასევე არ ევალება ბევრი ბურთის შეგდება, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უფრო ეფექტურია", - თქვა ფედელემ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო წამყვან სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ
100 მილიონ ევროს იხდის.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კვარა იმიტომ ვერ იტანს უფრო მეტს, რომ ბევრ ენერგიას ახარჯინებენ დაცვაში ჩამოსვლით, რაც დიდ ძალას ართმევს და უფრო ზუსტად ვეღარ ურტყამს კარის მიმართულებით.
Givi
29 მაისი 2024 16:08
5
ვერც ვერასდროს ურტყამდა უფრო ზუსტად, სულ ამას ვწერდი, ამაზე ბევრი უნდა იმუშაოსთქო. თუ გინდა რომ "კლასნი" ფეხბურთელი უყო, მინდვრის ყველა მონაკვეთზე უნდა გაისარჯო და არ უნდა იყო მიბმული ერთ ადგილს.
ბადრი
29 მაისი 2024 19:35
16
ვნახოთ საათივით აწყობილ ატალანტაში ადემოლა ლუკმანის სტატისტიკა, სერია ა 30 თამაშში 10 ბურთი 6 ასისტი.ფედელე ატრაკებ და გიხარია :)
რობი
29 მაისი 2024 16:05
3
მაგიტომ ხარ ყოფილი დირექტორი
დიმიტრი
29 მაისი 2024 15:45
7
ერთ დროს მართლაც მაგარი პარმა, სწორედ ასეთი დირექტორების ხედვებით აღმოჩნდა იქ სადაც აქამდე იყო.რაც შეეხება ხვიჩას: თქვე კაი დედმამიშვილებო, კაცი მსოფლიოში უმაგრესი ფეხბურთელის შემცვლელად მიყავთ, ერთერთ უმდიდრესს კლუბში. რომლის მიზანი კონკრეტულად ჩ/ლიგის მოგებაა. ვისაც დონის შეფასებისათვის მატერიალური საზომები გაქვთ ამან უნდა გაიძულოთ დადუმება. როგორ უნდა შეადარო ლუკმენი ხვიჩას? ნორმალურ გუნდში კაცი აშკარა განსხვავებას ქმნის, ფლანგი მის განკარგულებაშია, ავითარებს ცვალებად ტემპს,რიტმს, ინტენსივობას. შეუძლია შეტევის მთელი პერიმეტრიდან შეუტიოს, ამასთან სახიფათოა ორივე ფეხით, იდეალურად კითხულობს თამაშს და კრეატიულია, აქვს შესანიშნავი აჩქარება და არაერთგვაროვანი დრიბლინგი, ესმის მწვრთნელის დავალება და დისციპლინირებულია, შრომისმოყვარე და თავმმდაბალი. ეს არასრული ჩამონათვალი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში ეს არის თვისებების ის ბუკეტი, რასაც მოაქვს ტიტულები. ასეთები არის ერთეულები. ლუკმენი არის ტექნიკური, მაგრამ ერთფეროვანი კარგი ფეხბურთელი, როგორსაც ლათ. ამერიკა ცენტნერობით შტამპავს ყოველწლიურად. გასპერინი ზოგიერთებისგან განსხვავებით, აზრზეა მისი ჭერის შესახებ და საჭიროებისამებრ სკამიდან ათამაშებს. კვარასნაირი კაცი კი გუნდში ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა. ნუთუ ეს რთული დასანახია? მის მიმართ გუდები სპეციალურ ტაქტიკებს ირჩევენ და ორმაგ, ზოგჯერ სამმაგ მცველიან კედელს ქმნიან. რაც მთავარია ჩვენ არ გვინახავს ხვიჩას სრული პოტენციალი, რადგანაც მას ჯერ არ უთამაშია მისნაირი ნაღდი ვარსკვლავების მხარდამხარ. აი მანდ უნდა გქონდეთ იმედი, იხილოთ პირველი სეზონის 1 ნახევრის მსგავსი ჯადოსნური ფეხბურთი
ამატაკი
30 მაისი 2024 01:14
2
ვის ადარებთ ლუკმენი თუ ნაღეჭი ან ვის უსმენთ რა ფედელე არა კასტრო კიდევ…იმან ჯერ ეგეთ სოფლის გუნდით ( შარშან მთელი წელი ვიძახოდი რომ ნაპოლი არის საშუალო დონის გუნდი რაც წელს დამტკიცდა) როგორიც ნაპოლია მოიგოს სერია ა და გახდეს წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მერე დაიწყეთ შედარება 2-3 გოლით მეტი გაუტანია თურმე ….მანამდის რამდენიმე სეზონი ებღაუჭებოდა ნაპოლი ჩემპიონობას და ბევრად უკეთესი მწვრთნელი და უკეთესი ფეხბურთელებიც ყავდა მაგრამ სულ რაღაც ცოტა აკლდებოდა ჩემპიონობამდე …შარშან უბრალოდ იღბალა სპალეტს( როგორც სანიოლსაც ეგეც იღბალა უფრო მეტია ვიდრე მწვრთნელი ) გაუმართლა გაწმინდეს გუნდი ძველი ავტორიტეტებიდან ააშენა ახალი გუნდი და თანაც ზედ დაეცა ორი ჯოკერი ( კაპიკებში ნაყიდი კვარა და კიმი) კიმმა ცხოვრების სეზონი ითამაშა ( და აწი დამთავრდა მაგის ფეხბურთი ) სეზონის დასწყისში ნაპოლის არავინ არაფრად არ აგდებდა რითაც ისარგებლა გუნდმა პლიუს აფეთქდა ხვიჩა და იაყოლია ოსიმენი პირველი წრე შოკში იყვნენ ყველა ის გუნდები ვინხ შეხვდა ნაპოლის ვერაფერს უხერხებდნენ გაზაფხულამდის და იმხელა განდიკაპი შეიქმნა რომ მერე გამოღვიძებულმა გუნდებმა უბრალოდ ვეღარ დაეწიეს თორემ ნაპოლი რომ სოფლის გუნდი იყო ეგ სპალეტისდროსაც გამოჩნდა გაზაფხულზე უბრალოდ გადაიღალა ხვიჩა და თანაც არ გაუმართლა მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე და მაგ უიღბლობის შემდეგ ჩამოიშალა ეგრევე ნაპოლი რომ არა იმხელა განდიკაპი ჩემპიონობასაც დაკარგავდნენ ….მაგიტომაც აახვია იღბალა სპალეტიმ აბა რამეს თავი რომ ქონოდა არსადაც არ წავიდოდა ( აი აგერ ხაბი ალონსოს მაგალითი) თან იცოდა რა წუწურაქი მფლობელი ყავს გუნდს …!!! პსჟ-ს გაგონება ( ბოლო ათი წელიწადი) გულის რევის მეტს არაფერს იწვევს მესიმაც კი ვერ შემოატრიალა ეგ გუნდი …მაგრააამ ჯუღელის გადამკიდე ხვიჩა ( მხოლოდ თავისი თამაშით წელს ეგ რომ არა ნაპოლი გასავარდნ ზონაში იქნებოდა)ისეთ დღეში აღმოჩნდა პსჟ კი არა თუნდაც კლუჟი იყოს ოღონდ ლაურენტისის ტყვეობას დააღწიოს თავი ეგ არის ზუსტად რომ ტყვეობა ბიჭი თავისი თამაშით იმსახურებს ( აბა დაითვალეთ რამდენი იშოვნა კლუბმა ჩემპიონობით შარშან ) სულ მცირე 5-6 მილიონ ხელფასს და ეგ …..დონი მე მკიდია კონტრაქტი ეგრე არის გაფორმებული და მილიონის მეტს აღარ გადავუხდი კონტრაქტის ბოლომდისო …მე არ ვიცი კიდევ რა პუნქტები არის წასვლის შესახებ …თორემ როგორია ხვიჩამ წელს მხოლოდ ხელფასის სახით დაკარგა მინიმუმ 5 მილიონი და გამოვა ისე რომ რამდენ წელსაც ითამაშებს ნაპოლიში ყოველწლიურად დაკარგავს ხუთ-ხუთ მილიონს ( მადლობა ბიძია ჯუღელს) და რატომ უნდა გაჩერდეს ნაპოლიში ნორმალურ მწვრთნელს ( კონტე კარგი ვარიანტი იქნება ლავრენტასთვის 9 მილიონს ხომ დაპირდა წლიურს მინიმუმ 5 წლიან კონტრაქტს გამოტყუებს მერე 5-6 თვის შემდეგ საზიზღარი ფეხბურთით ნაპოლი რომ ისევ 9-10 ადგილზე იქნება გააგდებს კონტეს და 45 მილიონსაც აჩუქებს ეგ კონტეს და მაურინიოს ახალი ბიზნესები აქვთ ასე რომ ახი იქნენა ლავრენტასთვის)ეგ არ მოიყვანს არც ნორმალურ ფეხბურთელებს თან ისე გაუტყდა ( ხვიჩას ხელფასის გამო) სახელი რომ არც არავის ექნება სურვილი ლაურენტისის გუნდში ვინმემ ითამაშოს აწი ნაპოლი იქნება 10-12 ადგილის გუნდი თუ ხვიჩამ არ გაიგიჟა ისევ თავი ( მე რომ ვიყო საერთოდ არ ვითამაშებდი თან დემონსტრატიულად …გინდა კარგი თამაში …?! ეგ ფული ღირს ბაბაიავ…)ერთადერთი ვარიანტი ხვიჩასთვის არის ტრანსფერი რომ თავი დააღწიოს ტყვეობიდან …აგერ ევროპაზე ხვიჩა დადებს 2 გოლს 1 ასისტს ამას პლიუს ერთ პენალტს აიკიდებს პლიუს 1წითელი მასზე და4-5 ყვითელი ბარათი .,,რითაც მსურველებიც გაიზრდება მაგრაააამ ეგ …….ზვარი ლავრენტა ფასსაც გაზრდის და ვაი თუ მართლაც არ ჩამოცდა 150 მილიონს …მე არ მჯერა რომ პსჟ მართლაც იხდის 100 მილიონს ( და მითუმეტეს 150 მილიონს არ გადაიხდის) მე ვიცი რომ 60 მილიონი შესთავაზა რაზეც დე ლავრენტამ საჯაროდ უპასუხა 150 მილიონიო მოლაპარაკებაც კი არ იკადრა 60 მილიონზე და ტიპს უნდა 1 მილიონ ხელფასიანი ფეხბურთელი 150 მილიონად გაყიდოს ეგეთი რამ არ ხდება მსფლიოში ეგეთი რამ მარტო ჩვენ ქართველებს თუ დაგვემართება … არ მინდა ჩამოვთვალო გვარები მაკრამ ერთს ვიტყვი თუ არ მეშლება ( ჯანო ბოდიშიი) ანანიძეს სპარტაკში ქონდა წლიურად ხელფასი 2,5 მილიონი …ეგ როდის იყო თან …!!! რა ვი საღოლ რა ჯუღელს როგორღა მოახერხა ეგეთი კაბალური კონტრაქტი თან ამდენ წლიანი თან სადაც არაა გაწერილი ყოველი სეზონის შემდეგ ხელფასის მომატება ….უბრალოდ მეშინია რომ ბიჭს გული არ გაუტყდეს და არ დაიკიდოს ნაპოლი და ფეხბურთი საერთოდ …და ნაპოლის ფანების დედებიც რომ ……. ხომ იციან არა როგორ უსამართლობას აქვს ადგილი და ხმას არ იღებს არავინ გოლებს თხოვენ კარგ თამაშს თხოვენ და ხმას არ იღებენ რომ წუწურაქა შეანჯღრიონ როგორმე …ასე რომ ხვიჩა წადი გინდ პარიზი იქნება გინდ სად სადაც შეაფასებენ და დააფასებენ შენს შრომასაც და თამაშსაც …
მდაა
29 მაისი 2024 22:04
2
ეგეთი პროფესიონალურად ნათქვამი სიმართლე ჯერ არ წამიკითხია არსად.საღოლ ძმაო, ნამდვილი ექსპერტი ყოფილხარ.
ილია
30 მაისი 2024 00:46
2
საუცხოოდ ჩამოაყალიბე
მანტიდა
02 ივნისი 2024 11:42
0
კვარა ნაპოლიდან უნდა წავიდეს
Levan
30 მაისი 2024 09:43
0
კაცო, გაყიდონ, რა გენაღვლებათ? მბაპეს შეცვლა ძნელია, მაგრამ საინტერესო ;)
ვვვ
29 მაისი 2024 17:52
2
უკვე მერამდენედ ვწერ,რა უნდა ჯანღონით სავსე ახალგაზრდას საფრანგეთში,თანაც ბანდაში.თუ უნდა რომ ბევრად გაძლიერდეს,მხოლოდ ინგლისში უნდა წავიდეს!თუ არა და იყოს იქ სადაც არის!
ლუკა
29 მაისი 2024 19:07
33
1. პსჟ როგორც გუნდი მინიმუმ 3 თავიტ ჯობია ნაპოლის
2. ხვიჩა გახდება საფრანგეთის ჩემპიონი
3. დიდი შანსია გახდეს საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
4. მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონთა ლიგაზე და მინიმუმ გავა მეოთხედფინალში
5. იმუშავებს ძალიან ძლიერ მწვრთნელთან
6. მოშორდება არაპროფესიონალ გუნდს და გუნდის პრეზიდენტს
და ა.შ.
ნიკა
29 მაისი 2024 20:20
2
ლუკა! თუ დაუკვირდები, მთელი მსოფლიო ბანდად იქცა. დროა მესამესი, მაგრამ თუ დედამიწა გადარჩა, ვაი რომ, სოსო არა გვყავს და ვინ გვიშველის. აბა ესენი, ორი ბატის მეპატრონედაც არ ვარგან და ამათ უნდა ვუყუროთ? იღრიჭინეთ ეხლა.
ლუკა-ს!
02 ივნისი 2024 10:37
0
რობის, რობიზონს თუ რობინ ჰუდს- ადემალო ლუკმანს საერთოდ არ გააცივაა, მაგრამ მან 30 მატჩში გაიტანა 10 გოლი და 6 ასისტი, ხოლო კვარამ 35 თამაშში 11.და რაც მთავარია, ევროპალიგის მიმდინარე სეზონში გატანილი 6 გოლი, აქედან სამი ფინალში, თქვენთვის გამოდის არაფერია,ხოლო ხვიჩას დუბლი ვერონას კარში საფეხბურთო მოვლენად ითვლება, როგორც ჩანს, პლიუს კიდევ 2 გოლი იტალიის თასზე, მთლიანობაში 18 გოლი გაიტანა ამ ბიჭმა სეზონში. ასეთი შედეგი-3 გოლი რანგით მე-2 ევროტურნირის ფინალში, წარმომიდგენია.....კვარას რომ გაეტანა....რა იქნებოდა....რაც მთავარია ატალანტამ ევროპალიგა მოიგო და სერიაში ჩ/ლიგის საგზური მოიპოვა, შეადერეთ ეხლა ეს ნაპოლის შედეგედს და იქნებ მიხვდეთ რა აქვს მხედველობაში ამ პატივსაცემ ენრიკო ფედელე ბაბუას, მაგრამ არა მგონია......
აპა არაა!!
29 მაისი 2024 17:52
18
რამ დაგაბოღმა ასე შე ჭკუის კოლოფო.
ბოღმიანებს რაას?
29 მაისი 2024 18:48
6
აქ რა წერია
c
29 მაისი 2024 19:30
2
ყველა გამოხმაურება
**ედელე.
გივი
29 მაისი 2024 18:25
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული