მიქაუტაძემ შეიძლება თურქულ გრანდში იკარდი შეცვალოს

AutoSharing Option
Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით,  "გალათასარაი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.

სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან დიდი იმედია ჭკუა ეყოფა და მანდ არ წავა. კაცს ეხლა წინ აქვს კლუბების რიგი, მსურველების, ვინც აკვირდება და რა გალათასარაი. ან საფრანგეთში უნდა დარჩეს, ან გერმანია, იტალია, ესპანეთი
1
არც იფიქრო მანდ გადასვლა.მიაწეწი საფრანგეთს
იმერელი
18:18 03-06-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული