მიქაუტაძემ შეიძლება თურქულ გრანდში იკარდი შეცვალოს

AutoSharing Option
Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით,  "გალათასარაი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.

სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვარკეთილის ბინა ვის დარჩება?
ოთო
12 ივლისი 2024 13:33
0
გალა მაგარი გუნდია მაგარი ფეხბურთელებით,ტაქტიკა სრულიად შეესაბამება გიოს სტილს,გულშემატკივარიც საოცრება მაგათ თამაშზე..გალა 20 მილიონს თუ გადაიხდის ათამაშებს კიდეც,ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში იწყებენ..რენს და ლიონს ამ ეტაპზე ბევრად ჯობია,მონაკოს ვარიანტი თუა მაშინ უნდა დაფიქრდეს,სადაც დაბალი ფორვარდით თამაშს მიჩვეული გუნდის ინტერესია ის უნდა განიხილოს..მონაკო დიდი ხანია ბენეიდერით უტევდა და იდეალური ჩანაცვლება იქნებოდა,გალაც იკარდის თუ უშვებს,სევილია ელ ნასირის თუ არაბეთს მიჰგვრის)) ბაიერნი თუ ჩუპომოტინგს გაუშვებს))კომპანის ძალიან უნდოდა და ეხლა ყველანაირად ხელეწიფება თავის ხუშტურის ასრულება...ევროპაზე გერმანიაში თურქეთ ჩეხეთტან თუ მოაწყო თავისი ჩაჭრა და სპრინტები იქაური პუბლიკა თვალს შეაჩვევს სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია! და ვფიქრობ რომ ევროპამდე არცერთმა ჩვენმა "სტარებმა" არ უნდა იჩქარონ და არ შეიცვალონ კლუბი! უკან სუ რო ვერ ითამაშონ არაფერი მოაკლდებათ მაგრამ რო გაიბრწყინოს გუნდმა ძალიან სიმპატიურ გუნდებში გავიშლებით..ისე დროა ნორმალური სკოლა თუ ფაკულტეტი იყოს სადმე აგენტურის შესწავლის და ზრუნვა ჩვენ ფეხბურთელებზე...
მირო
04 ივნისი 2024 13:32
2
არა რა გიო
გივი
04 ივნისი 2024 12:23
1
საფრანგეთი ისევ, ან ესპანეთი. რა თურქეთის ლიგა?!
მერაბი
04 ივნისი 2024 09:25
1
დარჩი საფრანგეთში. Reste a la France
Რაგბის ფანი
04 ივნისი 2024 00:28
1
ერთხელ ადრე რაღაცაზე გიპასუხეთ ეტყობა და ახლა ამომიგდო და უცებ მივაჭირე.დდდ
სოსოს
03 ივნისი 2024 22:31
1
ძალიან დიდი იმედია ჭკუა ეყოფა და მანდ არ წავა. კაცს ეხლა წინ აქვს კლუბების რიგი, მსურველების, ვინც აკვირდება და რა გალათასარაი. ან საფრანგეთში უნდა დარჩეს, ან გერმანია, იტალია, ესპანეთი
C
03 ივნისი 2024 21:45
1
და რატომ არ უნდა წავიდეს თუკი ლიონის ან მონაკოს ვარიანტი გამოირიცხა, ან უკეთესი პირობები შესთავაზეს გიორგის, რა გალათასარაი რომელიც მუდმივად ჩმპ ლიგაზე თამაშობს ცუდი ვარიანტია?
განა ლიგაზე უფრო სერიოზული კლუბები არ თამაშობენ ვისაც შეიძლება ინტერესი გაუჩნდეთ გიორგის მიმართ თუკი ითამაშა ძლიერად?
ბათუმელი ექსპერტი
03 ივნისი 2024 21:33
16
თურქეთის ლიგაზე და თუნდაც მის ჩემპიონზე უკეთესი შეთავაზება თუ არ ექნა მბაპეს შემდეგ საფრანგეთის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს აღარ ყოფილა მართლა საშველი. გაითვალისწინეთ ისიც,რომ მაჩანჩალა გუნდში მოახერხა ასეთი შედეგიანობა (20 შეხვედრაში 17 საგოლე მოქმედება, 13 გოლი და 4 პასი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მბაპეს შემდეგ)
ალექს
03 ივნისი 2024 22:06
1
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უამრავი ჭორი დაიწერება კიდევ, მანამ სანამ თითოეული ფეხბურთელი არ დაბინავდება ახალ კლუბში, ან ძველში არ დარჩება მინიმუმ მომავალ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე. ეს ყოველ ჯერზე ჩვეული მოვლენაა და არ ღირს მარჩიელობა. მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთის ჩემპიონატში ჟორჟის გადასვლა ყველაზე ნაკლებად სარწმუნო ვერსია მოჩანს, რაც კი აქამდე მსმენია. კარიერის სტარტზე განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ფეხბურთელი, რომელსაც არც ლიგა ერთიდან აკლია მსურველი და არც ტოპ 5 ჩემპიონატის სხვა გუნდებიდან, არ გადავა დონით გაცილებით დაბალ ჩემპიონატში, მითუმეტეს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რადგან აღნიშნულ ფორუმზე ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ეცდება წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მსურველთა სიაცა და შესაბამისად ანაზღაურებაც გაამსუყოს, ამიტომ სტატიის დამწერმაც და წამკითხავმაც ლოგიკის ფარგლებში ეცადეთ მოაქციოთ ყოველივე. წარმატება ჟორჟს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და მის ყველა წევრს!
soc.press
03 ივნისი 2024 20:41
1
გვეკაიფებით თუ რა ხდება, რა თურქეთი და გალათასარაი?! მბაპეს შემდეგ საუკეთესო იყო ლიგაში შედეგიანობით და რა თურქეთი?! იქით მამარდა ნიუკასლშიო.. აღარ გამიკვირდება ხვალ კვარა ხეტაფეში გადაიყვანოთ..
ალექს
03 ივნისი 2024 20:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული