Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით, "გალათასარაი" დაინტერესდა.
აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.
სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.
Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

განა ლიგაზე უფრო სერიოზული კლუბები არ თამაშობენ ვისაც შეიძლება ინტერესი გაუჩნდეთ გიორგის მიმართ თუკი ითამაშა ძლიერად?