კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიში" ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას სადილი შედგა.

"პარტენოპეის" დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.

პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი - კლუბის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისით პსჟ-ია დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხან პსჟ,ხან ბარსელონაში გადაიყვანეთ,არიქა ჩელსიო,ნიუკასლიო…რა გაუჭირეთ მაგ ბიჭს,სხვა საქმე არა გაქვთ?
გოგია
12:47 07-06-2024
1
ხვიჩა დარჩება ნაპოლიში. 2025 წლიდან(ან 2026-დან) შეიქმნება სუპერლიგა(ეს გარდაუვალია). ნაპოლი ითამაშებს სუპერლიგაში. ჩემპიონთა ლიგა გახდება მეორეხარისხოვანი ტურნირი. პსჟ არ აპირებს სუპერლიგაში მონაწილეობას. ვფიქრობ ხვიჩას ბედს განაგებენ ჩვენზე მცოდნე და გამოცდილი ადამიანები, ასე რომ-დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს, ვინც აცნობიერებს თუ, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის(მათთვის) სამშობლოს სახელით წარმატებული კარიერა!
კახელი პაპა
10:37 07-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული