"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები დღესაც წერენ, რომ ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონ ევროდ შეძენის სურვილი არავის გამოუჩენია, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი კლუბის ხელმძღვანელებს კვარაცხელიას ნებისმიერ ფასად ხელში ჩაგდება მოსთხოვა.

და ისმის კითხვა, რა არის ამის მიზეზი? "ნაპოლის" ჩაგდებულ სეზონშიც კი ხვიჩამ 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. წარმატებულ ასპარეზობას უკვე იმდენად მიგვაჩვია, რომ ეს შედეგიც კი დამაკმაყოფილებლად არ მიგვაჩნია. უფრო მაღალი საგოლე მოქმედებებითაც გამოიჩენდა თავს, რომ არა გუნდის უგერგილო თამაში და ოსიმენის ფაქტორი, რომელიც ბოლომდე აღარ იხარჯებოდა. გადაუჭარბებლად და
ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართველი სულ სხვა საფეხბურთო ინტელექტის მქონეა და მისი ფასიც შესანიშნავად იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შესთავაზებდნენ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 100 მილიონს, რაზეც უარს ამბობს. ლუის ენრიკემ "კვარას" თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ნახა და მოხიბლული დარჩა.

"პარი სენ ჟერმენი" ნიგერიელითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც იტყობინებიან, მისი შეძენის წინააღმდეგი კლუბის საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპუში წავიდა. ცნობისათვის, როდესაც ვიქტორი "ლილის" ღირსებას იცავდა, ის ამ კლუბის სპორტული დირექტორი იყო. თანაც, არავის მოსწონს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდის ინტერესები უგულებელყოს.

დღეს "კვარას" შესახებ საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებმა გამოთქვეს.

გიიომ-მაიარ პაჩინი (Eurosport France): "პსჟ მბაპეს შემცვლელად შემოქმედ შემტევს ეძებს და ლუის ენრიკეს ფავორიტი კვარაცხელიაა. ამის თაობაზე მან საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპუშს და პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის უთხრა. ფეხბურთელი პსჟ-ს უკვე შეუთანხმდა, წლიურ გასამრჯელოდ 6-7 მილიონი შესთავაზეს და ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ, რაც ადვილი არ იქნება. რაც შეეხება ოსიმენს, ბევრი ჭორი მოვისმინე, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არაფერი კონკრეტული მის გადასაბირებლად არ გაუკეთებიათ, ვინაიდან მბაპეს შესაცვლელად მისი სტილის საუკეთესო კანდიდატად ხვიჩას თვლიან".

იტალო კუჩი (კორიერე დელო სპორტის მთავარი რედაქტორი): "კვარაცხელია? არავინ უნდა იფიქროს, რომ ვინმე შეუცვლელია. თუ მასში წარმოუდგენელ თანხას შესთავაზებენ, უარის თქმა სისულელე იქნება".

ლუკა მარკეტი (Sky Sport-ს სატრანსფერო ექსპერტი): "ერთი მხრივ თუ კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები ინტენსიური ხასიათისაა, მეორე მხრივ პსჟ-ის ინტერესმა, შესაძლოა, დე ლაურენტისის კლუბი შეაშინოს, რამეთუ თუ პარიზული კლუბი ძლიერად ზემოქმედებას გადაწყვეტს, "ნაპოლის" მანევრირების საშუალება შეუმცირდება და თავის დაცვა მოუწევს, რადგან ანტონიო კონტე ქართველს გუნდის კონკურენტუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მისი შენარჩუნება მოითხოვა. თუმცა, როცა 100 მილიონს სთავაზობენ, დე ლაურენტისს დაფიქრება მართებს. კონტეს "კვარას" გაყიდვა არ სურს, ჯერ მას დაელაპარაკება, შემდეგ აგენტს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოთამაშე მიიღებს".

ალესანდრო გრანდესო (გაძეტა დელო სპორტი): "ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ხანგრძლივი, ხოლო მოლაპარაკებები რთული იქნება. წინასწარ რაიმეს მტკიცება ნაადრევია. მბაპეს წასვლის მერე პსჟ-ს სახელფასო განაკვეთი შეუმცირდა და ფინანსურად ტრანსფერის განხორციელების პრობლემა არ ექნება. ლუის ენრიკეს კვარაცხელია მოსწონს, რადგან მარცხენა ფლანგზე თამაშის გამწვავების უნარი გააჩნია და კილიანის სტილისაა".
ანტონიო პერილო (სახელმწიფო ტელევიზიის, TGR-ის დირექტორის მოადგილე): "პატარა ქართველი გენიოსის კონტრაქტის განახლება მნიშვნელოვანია, რომელსაც ზღაპრული დრიბლინგი აქვს და ფანტაზიით ყოველთვის შეუძლია განსხვავების შექმნა. პსჟ სერიოზულ სატრანსფერო ოპერაციას გეგმავს, ხოლო დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, ახალი ხელშეკრულებით დაჯავშნას აპირებს, ისეთით, რაც მის მაღალ კლასსა და საბაზრო ღირებულებას შეესაბამება - 100 მილიონს მიახლოებულს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ლექსო!მართლაც კარგი ფეხბურთელია ოსიმენი,თავის ამპლუაში საუკეთესოა და ის კვარასთან ერთად დუეტში ძალიან ძლიერ თავდასმას წარმოადგენს.
555
08 ივნისი 2024 19:47
0
ბოლო ორ სეზონში ოსიმენის 75 გოლი მაგარი სიზმარი იყო
ბარდღი ბურდღი
08 ივნისი 2024 15:56
1
ძალიანაც არ მინდა ეხლა იმის დაწერა რაც უნდა დავწერო მაგრამ....ჯერ ერთი ეს ვითომდა ლუის ენრიკეს გადაფიჩინება კვარას თამაშზე, პსჯ-ს ვენების გადაჭრა, მილიონების დასახელება სინამდვილეში მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი, არა და ისე წერთ ვითომ ხვიჩა უკვე პსჟ-შია და ოსიმენა ნაპოლიში ჩარჩა. ჯერ კიდევ არავინ იცის რა იქნება და არც ოსინენია ასე ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი ევროპაში ასე კნინობითი ფორმით რომ წეროთ, მართალია ხვიჩასთან, როგორც გამორჩეულად ინდივინდუალისტი- დრიბლინგიორი ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ როგორც ცეტრფორვარდი, გუნდური მოთამეშე, გუნდის ლიდერობის საკუთარ თავზე აღების უნარით და რაც მთავარია შედეგიანობით[ბოლო ორ სეზონში ნაპოლიში- ოსიმენი-76-გოლი, კვარა- 25] კვარა სადღაცაა და ახლოსაც ვერ მივა.....კიდევ,რომ წერთ ლუის ენრიკეს ესპანეთან მოეწონა კვარას თამაშიო, საინტერესოა რომელი თამაში გაქვთ მხედველობაში, ალბათ 1-7 თბილისში ან ბარსელონასთან ჩ/ლიგის მატჩები....ზოგადათ, ზომიერებაც საჭიროა ბაქი-ბუქშიც კი..
leqso
08 ივნისი 2024 10:49
9
ლექსო კი არა *ლე-ქსო ხარ ნამდვილი! შენ თუ მეხსიერება არ გივარგა, ჩვენ კარგად გვახსოვს. რომელ მატჩში მოეწონა ლუის ენრიკეს კვარას თამაში?! 2021 წლის 28 მარტს რომ ჩამოვიდა ესპანეთი თბილისში, ხომ არ მეტყვი ვინ გაუტანა მეტოქეს და ვისი გოლით ვიგებდით იმ თამაშს?! ან ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვინ იყო ნეტავი?
leqso-s
08 ივნისი 2024 15:23
0
ხალხო გერმანიის სტადიონებზე ყველა თეთრ- წითლებში გამოპლურწკულები, წივილი და კივილი ბოლო ხმაზე!!! მე გუკაჩო კაშიას მაისურით ვივლი სტადიონზე, წინ საქართველო, კვარა გენაცვალეე!!!
ალუდა კეკლუცაური
08 ივნისი 2024 00:20
6
პსჟ გუნდი არაა. პსჟ ფულის იმედზე შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია. არ ლიგა 1-ია სერია ა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაურენტისი მაგარი ჩათლახია, ხვიჩა უნდა დარჩეს.
თუ წავა, წავიდეს ინგლისში, ესპანეთში ან გერმანიაში მაინც.
არ მემეტება ხვიჩა პსჟ-სთვის.
ზაზა
07 ივნისი 2024 21:27
39
ყველა გუნდი მასეა. ასევე იმედია პსჟ წარმატებას მსაჯების დახმარებით არ მიაღწევს.
ooeeee
08 ივნისი 2024 08:35
1
29 წლამდე ოთხჯერ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი და სულ ლიგაზე ითამაშებს.კონტე ცუდი მწვრთნელია,არ მიცემს თავისუფლად თამაშის საშუალებას.ხვიჩა თუ თავი და ფეხბურთი გიყვარს და მართლა შენი გადასაწყვეტია შორს ნაპოლისგან,კონტესგან და აფერისტი ლაურენტისისგან,წადი პსჟ-ში.
ნუკრი
07 ივნისი 2024 19:36
4
პსჟ არის გუნდი სადაც მესის უსტვინეს. იმიტომ რომ თეთრია. გუნდი კი არა ბარდაგი . უდებილესი ხელმძღვანელით (ალ ხელაიფი) და დაუნი მწვრთნელით (ლუის ენრიკე). პროექტი რომელსაც მომავალი არ აქვს. მესიმ უთხრა მბაპეს რომ მაქედან წადი თუ გინდა რამე მოიგო და მომგებიანი პროექტის ნაწილი იყოო. მესის ეშლება რამე და თქვენ ხართ ჭკვიანები პსჟს რო ურჩევთ?
Aravitari.
08 ივნისი 2024 00:34
13
იმდენს იზამს დე ლაურენტისი, ოსიმენსაც და კვარასაც დატოვებს…
ლაშა
07 ივნისი 2024 19:07
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული