შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ იტალიას 2:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შვეიცარია აშკარად სჯაბინდა მეტოქეს და 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც იტალიამ შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შვეიცარია 1/4-ფინალში ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს 6 ივლისს შეხვდება.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“
შვეიცარია - იტალია 2:0
გოლები: 1:0 ფროილერი (37), 2:0 ვარგასი (46)

. ფროილერის პირველ გოლამდე შვეიცარიელებმა 31 გადაცემა გაკეთეს, რაც ევრო 2024-ის რეკორდია.
. "სკუადღა აძურა" 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა მეოთხედფინალში.
. იტალიამ 4 მატჩში იმაზე მეტი გოლი
(5) გაუშვა, ვიდრე მთელ წინა ევროპირველობაზე, როდესაც ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
საქართველოს,ავსტრიის და შვეიცარიის გუნდების კარგი თამაში იმის იმედს იძლევა,რომ დროთა განმავლობაში რამოდენიმე გუნდის უძლეველობის ზღაპარი დასრულდება და ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება.
0
ჯერ მარტო 2 წუთი როგორ იპოვა 9 შეცვლა იყო და პლიუს ანგარისში წინ მყოფი დამატებითზე აკეტებს ცვლილებას ხოდა მარსინიაკმა იმ 2 წუთს წამიც არ დაამატა იმას კი არ ბამტკიცებ რამეს შეცლიდა 5 წუთი და არც იტალიის განი ვარ მაგრამ ყველა მსაჯი მსოფლიოში ნაკლებს რო ამატებდეს ხო გექნებოდატ პრეტენზია
ნოდო
01:27 30-06-2024
0

სიახლეები პოპულარული